• რეკლამა
  • კონტაქტი
06:25, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას…სანამ სიტყვა დედა უსწავლია“ – ანა ლაშხელი ონიანის ემოციური წერილი

ალია ავტორი - ალია
13:26 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

სოციალურ ქსელში ანა ლაშხელი ონიანის ემოციური ჩანაწერი ვრცელდება:

„გამარჯობა…მე თქვენ არ მიცნობთ… მე ანდრიას მომვლელი ვარ ბავშვთა სახლში.

ანდრია ალბათ არ იცით ჯერ ვინ არის…ეს სახელი ჩვენ დავარქვით ნათლობის მერე… თქვენ მისი დედა ხართ…
მე ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი…მას სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დროდადრო, ალბათ დედა ვგონიავარ, ის წლის გახდა…

მისი დაბადების დღეც მოვიგონეთ… ახალ წელს აქვს დაბადების დღე. აქ ყველა ბავშვს ორი დაბადების დღე აქვს … ერთი როცა მართლა დაიბადნენ და ერთი როცა მიატოვეს და ჩვენ ვიპოვეთ.

ვერავინ დამაჯერებს რომ ახლა შენც არ ფიქრობდე ანდრიაზე… ჩვენ დედები ყოველთვის ვგრძნობთ შვილის ცუდად ყოფნას. მჯერა, რომ ახლა შენც აფორიაქებული და სევდიანი ხარ… რა მიზეზიც არ უნდა გაშორებდეს შვილთან, თქვენ ერთი სულის ნაწილი ხართ… თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ერთმანეთს და უერთმანეთობას… ვინ იცის, რამდენი ღამე გითენებია, რამდენი გათენება გეწვოდა გულში, მაგრამ ფაქტი მაინც ერთია, შენ შენთან ხარ…შენს სიმარტოვეში და ტკივილში… ანდრია კი აქ, მეათე საწოლში წევს სიცხიანი და დედა მე ვგონივარ… შენ ალბათ ჩვეულებრივი, ბანალური მიზეზი გქონდა შვილის მოტოვების, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ მთელი ცხოვრება გაგიმწარათ, შენც და ანდრიასაც…

მეც, რომ იცოდე ვერ ველევი ანდრიას და მისნაირებს აქ… ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ, რომ არ შემიძლია მათი ნამდვილი დედა ვიყო… შენ კი ეს შანსი ხელიდან გაუშვი… იცი? წამოიზრდება მალე ანდრია… აქ ჩაიში ბევრ შაქარს ვერ ჩაუყრიან, ვერც კარაქიან პურს იმყოფინებს, სხვისი კანფეტისკენ მუდამ გაექცევა თვალი, სხვის სიცილზე შეიძლება იტიროს, ძილის წინ მთელი ღამე იოცნებოს და ვერაფრისდიდებით ვერ წარმოგიდგინოს როგორი ხარ…

შენც, შენც ვერ წარმოიდგენ როგორია შენი შვილი, რამდენი კბილი აქვს უკვე, როგორი ფორმის თითები, რა სასაცილოდ იკავებს კოვზს, რომ ჭამა მოახერხოს, რა გულიანად იცინის ან ტირის… ორივე თქვენგანის ფანტაზიის ნაყოფი ცრუ იქნება… თქვენ ერთმანეთს ვერასოდეს წარმოიდგენთ.

ოდესმე რომ ქუჩაში, ქალაქში ან სულაც ერთ ოთახში შეხვდეთ ერთმანეთს, ისე ჩაუვლით გვერდს, როგორც ჩვეულებრივი გამვლელები… შეიძლება, თქვენთანაც არ ჰქონოდა მას მდიდრული ცხოვრება, მაგრამ დედის ჩახუტებით, ყველაფრის გადატანა შეუძლია ბავშვს… თქვენი ერთი გაღიმება მისთვის საკმარისი იქნებოდა მზის ამოსასვლელად, ბედნიერების შესაგრძნობად…

ის აუცილებლად გაიქცეოდა ეზოს ბავშვებთან და ეტყოდა რომ მისი დედიკო მზესავით თბილი და ლამაზია, თუნდაც ფეხზე დახეული ფეხსაცმელი სცმოდა. ის მაინც იტყოდა ამაყად, რომ ეს ფეხსაცმელი დედამ უყიდა… ახლა კი… ახლა ანდრია საუბარს სწავლობს…

და მე საშინლად ვარ დაბნეული… არ ვიცი მას როგორ ვასწავლო სიტყვა დედა… ვინ არის მისი დედა აქ? იქნებ ეს სიტყვა მისთვის ისეთივე უმნიშვნელო გახდეს როგორც ჩვეულებრივი არსებითი სახელი – სკამი. სახლი, მაგიდა… ვის დაუძახოს მან დედა? ვიცი, რომ გრძნობ როგორ სჭირდები შენ შვილს… ვიცი, რომ გჭირდება მისი პატარა ხელები შენს კისერზე… ვიცი, რომ გული გაკლია … მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ვიცნობ ანდრიას… შეგიძლია მენდო…ყოველთვის კარგად მივხედავ, მაგრამ მაშინ რა ვქნა როცა ერთ დღეს მეტყვის – შენს მოფერებას დედის ყვირილი მირჩევნიაო?

გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას…სანამ სიტყვა დედა უსწავლია”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved