ექიმი-პულმონოლოგი და „ევექსის“ კლინიკების კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ხურციძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ კლინიკაში 6 თვის კოვიდ-ორსული შეიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. როგორც ელენე ხურციძე წერს, თუ „ექიმებმა ორსულის სასწაულით გადარჩენა შეძლეს, დედა-შვილი შეზღუდული უნარებით იცხოვრებს“.
„6 თვის კოვიდ-ორსული, 60% ფილტვის დაზიანებით გადავიდა რეანიმაციაში…. მეგობრები მთხოვენ დახმარებას…. და რა ვუთხრა? კარგია რომ დაემართა იმუნიტეტს გამოიმუშავებსთქო??
დიდი ალბათობით რომ ვერ გადარჩება…?! სასწაული თუ ჩაიდინა ჩემმა კოლეგებმა, შეზღუდული უნარებით რომ იცხოვრებს დედა-შვილი.. რა ვქნა, როგორ ავუხსნა კარგია რომ დაემართა, იბრძოლოს და თუ გადარჩებიან, დაბალი ცხოვრების ხარისხი ექნებათ, მაინც კარგია მთავარია მყარი ანტისხეულები გამომუშავდებათქო?“, – წერს ელენე ხურციძე.

კომენტარები