• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, 60 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის მიზნობრივი სივრცეები შეიქმნება

ალია ავტორი - ალია
12:38 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, განხორციელდება პროექტი „60 +“, რომელიც ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

როგორც კალაძემ სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის ყველა რაიონში მრავალპროფილური საუბნო ცენტრები შეიქმნება, სადაც 60 წელს მიღწეული თბილისელები კულტურული, გასართობი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა აქტივობების განხორციელებას შეძლებენ.

„ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა შეგვექმნა ახალი პროგრამა, რომლის სახელია „60 +“.  გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი 60 წლის და ზემოთ, გვინდა. გვინდა მათთვის შევქმნათ შესაბამისი სივრცეები ქალაქის ყველა რაიონში. დღესაც არის ასეთი სივრცეები, მაგრამ ისინი არ არის კეთილმოწყობილი – ღია სივრცეებია, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან და ზოგი ნარდს თამაშობს, ზოგი დომინოს და ა.შ. გვინდა, ეს სივრცეები უფრო თანამედროვე, უფრო ცივილიზებული გავხადოთ. ასეთი სივრცეები შეიქმნება სკვერებში, პარკებში, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიკრიბონ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე. გვინდა, ეს ადამიანები  ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღებაში. თავად გადაწყვიტონ, თავიანთ რაიონში, უბნებში, ქუჩებზე რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელია პრიორიტეტი. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროექტია ამ ასაკის ადამიანებისთვის. როდესაც ვხვდებოდით მოსახლეობას, ამ ასაკის მოქალაქეებისგან ძალიან დიდი იყო ამაზე მოთხოვნა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში უკვე კონკრეტული პროექტის სახითაა წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, ხანდაზმულ მოქალაქეებზე ზრუნვა მისი გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება მომავალშიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved