• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეწყვიტეთ ურთიერთბრალდებებით ხმალაობა, ნუ ჩეხავთ საქართველოს სახელმწიფოს!” – ბონდო მძინარიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:31 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს:

“მორჩით ახლა ამ მიეთ-მოეთს!
სირცხვილია მართლა და მართლა! 

ამ ფარულ მიყურადება-მოსმენა-თვალთვალზე პასუხისმგებელია ყველა პრემიერ-მინისტრი და სუსის მთელი ხელმძღვანელობა, ვინც ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო და არის!

როგორ შეიძლება პასუხისმგებლობას გაექცეს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე?!

როგორ შეიძლება პასუხისმგებლობას გაექცეს შინაგან საქმეთა მინისტრი – სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანი?!

რა ხდება, ხალხო, თქვენ აგეჭრათ თავში ტვინი თუ ჩვენ გგონივართ ისეთი დაბალი განვითარების, რომ ეს აბდაუბდა უნდა გვაკადროთ?!

ამ ყველაფერს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები კი არა, მთელი მსოფლიო ისმენს! რას აკეთებთ?!

აიღეთ პასუხისმგებლობა ყველამ და დანარჩენი საგამოძიებო ორგანოებმა გაარკვიონ!

ეს არ არის ერთი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის თემა, გნებავთ, მმართველი პარტია იყოს და, გნებავთ, ოპოზიციური!

ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია!

ეს ჩანაწერები მხოლოდ ქართულ მედიას კი არა, საქართველოთი დაინტერესებული ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს!

თქვენ გესმით მაინც ეს რას ნიშნავს?! გესმით, რა მოცულობის ინფორმაციას ფლობენ საქართველოს მოქალაქეებზე?!

ვისთვის ინახავდით ამ ჩანაწერებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად უკანონოდ არის მოპოვებული?!

თქვენ, ვინც ხელისუფლებაში იყავით და ვინც ხელისუფლებაში ხართ, დიახ თქვენ, სწორედ თქვენ უნდა დაგეცვათ და თქვენ უნდა გვიცავდეთ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩვენი პირადი სივრცის დარღვევას, ჩვენს მოსმენას და თვალთვალს გადაწყვეტენ და ახლა რა მოხდა, გააზრებული გაქვთ?!

გაიაზრეთ და შეწყვიტეთ ურთიერთბრალდებებით ხმალაობა, ნუ ჩეხავთ საქართველოს სახელმწიფოს!” – წერს ბონდო მძინარიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved