• რეკლამა
  • კონტაქტი
06:33, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – იყო მომართვა NED-ის, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან და შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო მათ თანამშრომლებს, მეორეს მხრივ, 24 საათში ჩვენმა ჯარმა აეროპორტის ტერიტორიაზე სრულად გამართა ლოჯისტიკა და 2 500 ავღანელის ტრანზიტი უზრუნველვყავით

ალია ავტორი - ალია
11:10 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში არნახული პროფესიონალიზმი აჩვენეს.

„გაიხსენეთ, ისტორიულად, ქართველი სამხედროები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცით და ერთგულებით. როდესაც წეღან ვსაუბრობდი ღალატზე, ერთგულება არის ჩვენი, ქართველების მთავარი დამახასიათებელი თვისება და ამიტომ ვთქვი, რომ ქართველი კაცისთვის შეუფერებელი იყო გახარიას საქციელი. ავღანეთის მისია რომ დასრულდა, ჩვენ სრულად გამოვედით, გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარი. შემდეგ, მე მქონდა საუბარი მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ამერიკელებთან, მათ შორის იყო მომართვა NED-ის პრეზიდენტისგან, ბატონი დეიმონ უილსონისგან, IRI-ის და NDI-ის ხელმძღვანელებისგან, მსოფლიო ბანკის და IMF-ის წარმომადგენლებისგან, USAID-ის ხელმძღვანელისგან, მე მქონდა მათთან პირადი საუბარი, კომუნიკაცია და ჩვენ შევთანხმდით, რომ დროებით რელოკაციაში დაეხმარებოდა საქართველო რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ თანამშრომლებს. მეორეს მხრივ, 2 500 ადამიანისთვის, ავღანელებისთვის, 24 საათში ჩვენმა ჯარმა მოაწყო სრული ინფრასტრუქტურა, აეროპორტის ტერიტორიაზე სრულად გამართა ლოჯისტიკა და ავაწყეთ იდეალურად ტრანზიტი. ჩვენ რამდენიმე ათეულ ფრენას ვუმასპინძლეთ და 2 500 ავღანელის ტრანზიტი უზრუნველვყავით. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენთვის სასიხარულო, იყო ჩვენი მისიის დაგვირგვინება ავღანეთში. ბუნებრივია, სამწუხაროა, რაც განვითარდა ავღანეთში და ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ აქაც ძალიან ღირსეულად შეასრულა საკუთარი პასუხისმგებლიანი როლი და მისია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved