ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლიღარიბაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე.
სანაია წერს:
“ერთი წამით ! ღარიბაშვილმა დღეს ისეთი რამ თქვა, მეტი რომ არ შეიძლება.
ღარიბაშვილი 20 ივნისზე:
პარლამენტის შენობა ისეა დაცული დღეს, ვისაც აქვს ცოდნა, გამორიცხულია, რომ შეანგრიო და შეხვიდე.
—-
ანუ შტურმი არ ყოფილა, ხო? ანუ პარლამენტს ვერავინ აიღებდა.
აბა, მელია რატომ დაიჭირეთ ? კრიმინალს რატომ უწოდებთ?”-წერს ვახო სანაია.
კომენტარები