“ჩვენც გისმენთ” – ამ სლოგანით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან აქცია – პერფორმანსი გამართეს და უწყებასთან სიმბოლურად ფონენდოსკოპით მივიდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სუს-მა ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს.
“ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს, ეკლესიას უსმენენ, სახელმწიფო მოხეელებს უსმენენ და თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილსაც. ეს უნდა დამთავრდეს. მინდა მივმართო სრულიად საქართველოს – გულს მოუსმინეთ და ნუ შეგეშინდებათ სუს-ის მოსმენების”, – ამბობს აქციის მონაწილე.
კომენტარები