• რეკლამა
  • კონტაქტი
20:18, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს თუ არ მოხდა.. საქართველო ჯერ დაასრულებს ბანანის რესპუბლიკად გადაქცევას, შემდეგ კი გაქრება რუკიდან – ზაალ ანდრონიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:31 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“საქართველოს სახელმწიფო თავიდანაა დასაფუძნებელი, თან ისე, რომ თავიდანვე გამოირიცხოს ბოლო 30 წლის შეცდომები,”  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პუბლიცისტი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ზაალ ანდრონიკაშვილი. ანდრონიკაშვილის თქმით,  საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც აქვს დემოკრატიული ფასადი და თუ ხალხმა ხმა არ ამოიღო, საქართველო ჯერ დაასრულებს ბანანის რესპუბლიკად გადაქცევას, შემდეგ კი გაქრება რუკიდან.მასობრივი მოსმენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე რამე უნდა ვთქვათ:1. სისტემატურად უსმენენ ყველას (ყველა ოდნავ მნიშვნელოვან საჯარო ფიგურას).2. უსმენენ დანამდვილებით: ვისაც მიუწვდა ხელი საკუთარ მონაცემებზე, ადასტურებს, რომ მსგავსი საუბრები შედგა.3. ამ მასშტაბით, მგონი, აღმოსავლეთგერმანული შტაზი უსმენდა მოქალაქეებს.4. დასკვნა პირველი: საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო (რომელსაც აქვს დემოკრატიული ფასადი).5. ეს სახელმწიფო პოლიციურია, იმიტომ რომ დემოკრატიული კონტროლი ე.წ. სამართალდამცავ, სინამდვილეში დამნაშავე ორგანოებზე არ არსებობს. 6. დასკვნა მეორე: ფაქტობრივად დიაგნოზია ურეაქციობა საიდუმლო ჩანაწერების  გავრცელებაზე: საქართველო დემოკრატიულთან ოდნავ მიახლოებული ქვეყანა რომ იყოს, მთავრობა უნდა იყოს გადამდგარი. 7. რა უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ” უარესი, იმაზე რასაც აკეთებს, ძნელი წარმოსადგენია: შემდეგი ნაბიჯი ვეგეტარიანულიდან სისხლიან დიქტატურაზე გადასვლაა.8. წარმოუდგენელია “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მდგომარეობა: მეგობრებო, თქვენი მთავრობა ფაქტობრივად შარვალჩახდილი დარბის, თქვენ კი, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც “ზნეობრივ ნიურნბერგს” მოითხოვდით, გასუსულხართ და ყვავილებს პოსტავთ. ხმა მაინც ამოიღეთ და ცალყბად მაინც თქვით რას ფიქრობთ, სარკეში ჩახედვის მაინც რომ არ შეგრცხვეთ.9. დასკვნა მესამე: საქართველომ, რაღაც გაგებით, უკვე გაიარა დაუბრუნებლობის წერტილი. საქართველოს სახელმწიფო თავიდანაა დასაფუძნებელი, თან ისე, რომ თავიდანვე გამოირიცხოს ბოლო 30 წლის შეცდომები: ა) პოლიციური სახელმწიფო ბ) ერთმმართველობის შესაძლებლობა გ) ცენტრალიზაცია დ) კანონმდებლობა, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე ინსტიტუტს ან სოციალურ ჯგუფს. 10. ეს თუ არ მოხდა უახლოეს 1-5 წელიწადში საქართველო ჯერ დაასრულებს ბანანის რესპუბლიკად გადაქცევას, შემდეგ კი გაქრება რუკიდან, ამჯერად, შესაძლოა სამუდამოდ, რადგანაც ყველა, ვისაც რამის გაკეთების საშუალება აქვს, ქვეყნიდან ან წავა ან განადგურდება. – წერს ზაალ ანდრონიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved