ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.
სანაია აღნიშნულ პოსტში წინასაარჩევნო პერიოდს განიხილავს და მმართველი გუნდის მხარდამჭერთა ნაწილს მიმართავს.
“ქოცის განსაკუთრებულ ნაირსახეობაზე უნდა დავწერო. ეს არაა ის კატეგორია, რომელიც კარტოფილს ელოდება. არა, უფრო შეძლებულიცაა, ვიდრე რომელიმე შეჭირვებული კოორდინატორი ან უბრალოდ სოციალურად დაუცველი, რომელსაც დახმარების მოხსნით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, თითქოს არც ბნელია, მაგრამ სინამდვილეში მის გონებაში ის ხდება, რაც ქვემოთ წერია.
ალბათ თქვენც შეგხვედრიათ ეს კატეგორია, რომელსაც მივმართავ.
ფორმულა არ მოგწონს
მთავარი არხი არ მოგწონს
ტვ პირველი არ მოგწონს
კავკასია არ მოგწონს
რადიო თავისუფლება არ მოგწონს
ტაბულა არ მოგწონს
ნეტგაზეთი არ მოგწონს
on.ge არ მოგწონს
ასე შემდეგ და ასე შემდეგ …
აგინებენ, სცემენ, ურტყამენ, კლავენ – გკიდია სინამდვილეში, რადგან გირჩევნია, ეს რეალობა დარჩეს.
თან გიტყდება თქვა, რომ იმედი გირჩევნია, ოღონდ მათ ყველაფერს აპატიებ და გაუტარებ. უბრალოდ გაჩუმდები. დიდი-დიდი რამე წამოიკნავლო.
თან გიტყდება თქმა, რომ პოსტივი გირჩევნია, ოღონდ მათაც ყველაფერს გაუტარებ და აპატიებ. უბრალოდ გაჩუმდები. დიდი-დიდი რამე წამოიკნავლო.
ასე შემდეგ და ასე შემდეგ…
ნაციონალური მოძრაობა არ მოგწონს
ლელო არ მოგწონს
ევროპული საქართველო არ მოგწონს
ლეიბორისტული პარტია არ მოგწონს
ელენე ხოშტარია არ მოგწონს
ზურაბ ჯაფარიძე არ მოგწონს
სტრატეგია აღმაშენებელი არ მოგწონს
რესპუბლიკური პარტია არ მოგწონს
ასე შემდეგ და ასე შემდეგ …
ვითომ ვერ პოულობ ამდენ პარტიაში კოპრომისს, რომელიმეს მისცე ხმა, სინამდვილეში სხვა რამ ხდება :
ივანიშვილი გინდა, მაგრამ გიტყდება ხმამაღლა თქმა.
მზადა ხარ, ღარიბაშვილი დარჩეს, მაგრამ თქმა გიტყდება
კობახიძე და მდინარაძე გეგოიმება, მაგრამ გირჩევნია.
სასამართლო არ არსებობს – გკიდია
პროკურატურა არ არსებობს – გკიდია
მეზარება ჩამოთვლაც – არაფერი არ არსებობს – გკიდია. იმიტომ, რომ …
იცი, რატომ ? ყველაზე ყველაზე საშიში ქოცი. ყველაზე საშიში მოქალაქე, რომელსაც ამ დამნაშავეების დატოვება გინდა კიდევ და ამ ქვეყნის განადგურებას აწერ ხელს.
გგონია, რომ შენი საშუალო მატერიალური მდგომარეობა არავის შეუშლის ხელს და მშვიდად იცხოვრებ. არადა შენც მოგიყოლებს ეს გარემო.
ბევრი მინახავს ეგეთი – ტელევიზიის კართან ატუზული, როცა ივანიშვილი, ღარიბაშვილი და მათი ჭანჭიკები დაჩაგრავენ და ვერსად პოულობენ სამართალს.
ფეხებზე გკიდია, ეს ქვეყანა სად იქნება – დასავლეთსა თუ რუსეთში.
იცოდეთ, რომ შენი ამ დამოკიდებულებით, **** ამ ქვეყანას. და მაგ გარემოში არავისა აქვს შანსი, კარგად იყოს, გარდა რამდენიმე ოჯახისა.
რა უნდა ამის გააზრებას. არ მოგწონს ნაციონალური მოძრაობა, მიეცი ხმა ჯაფარიძეს; არ მოგწონს ჯაფარიძე – მიეცი ხმა ლეიბორისტებს; არ მოგწონს ლეიბორისტები – ლელოს; არც ლელო მოგწონს – მიეცი ნებისმიერ პარტიას, რომელიც ხელისუფლების ოპონენტია. როგორ ოცნება არ მოგწონს და სხვა მასზე ოდნავ უკეთესს ვერ პოულობ ? ანუ ოცნება ყველაზე კარგია ამ ქვეყანაში ?
ამ შენი გადაწყვეტილებით, ახალ ეტაპზე გადაგყავს ეს ქვეყანა, სადაც არავის ექნება სრული ძალაუფლება. რაღაც ცვლილებებს ჩაეყრება საფუძველი. როდემდე უნდა ვიყოთ ამ ჭაობში. გჯერა, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი რამეს შეცვლიან უკეთესობისკენ ? კაი რა მართლა.
—-
ეს უნდა დავამატო რა. აი ვიღაც ხომ მოგეწონება, შეგიყვარდება, რა ვიცი, შეიძლება, ვინმე პოლიტიკოსი იყოს, ვინმე ბიზნესმენი, რა ვიცი, ვინმე უბრალოდ ცნობილი. სადმე რამეს ხომ გააკეთებ ცხოვრებაში, რამეს ხომ იტყვი, რა ვიცი, სექსი გექნება ან შიშველი გაივლი სახლში, გადაგიღებენ და აგიტვირთავენ. ააა, არ იზამს ღარიბაშვილი, თუ დასჭირდა ? ოკ. რავა იკადრებს”- წერს ვახო სანაია.
კომენტარები