• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

13 წლის გოგოზე მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცმა იძალადა

ალია ავტორი - ალია
11:05 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ფეისბუქ გვერდზე “დამიცავი, პატარა ვარ” ძალადობის მსხვერპლის ისტორია ქვეყნდება:

“გამარჯობა. ახლა 20 წლის ვარ და მინდა გიამბოთ ისტორია, რომელიც 13 წლის ასაკში გადამხდა თავს. შევეცდები, მოკლედ გადმოვცე ჩემი სათქმელი. გავეცანი გვერდზე არსებულ ყველა ისტორიას და ძალიან მომინდა, მეც დამეწერა ჩემი ამბავი, შემთხვევა, რომელიც საერთოდ არავისთვის არ მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით ვარ დარწმუნებული, დედაჩემი და მამაჩემი გამიგებდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ.

სხვა ისტორიებთან შედარებით ნაკლები სექსუალური თუ ფიზიკური ძალადობაა, მაგრამ ამ ფაქტმა ჩემს ფსიქიკაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
მეშვიდე კლასში ცეკვიდან ვბრუნდებოდი, ვიდექი გაჩერებაზე და ველოდებოდი მიკროავტობუსს. როდესაც ავედი, ტრანსპორტში ჩემთან ერთად ამოვიდა და გვერდით მომიჯდა მამაკაცი, დაახლოებით 40 წლამდე. თავიდან არაფერი უცნაური არ მომხდარა, რაღაცებს მეკითხებოდა, რომელ კლასში ხარ, რა გქვია,სად ცხოვრობო, ცეკვაზე დადიხარო (ჩემს ასაკთან შედარებით მაღალი ვიყავი, თან ცეკვის ვიწრო ფორმაც მეცვა), რა ლამაზი ბავშვი ხარო და ა.შ. შემდეგ ტრანსპორტში ხალხი ამოვიდა და ადგილი აღარ დარჩა, ამ კაცმა ვიღაც ბიჭს შესთავაზა, მოდი ჩვენს გვერდით დაჯექი, მე მივიწევიო და ჩემკენ გამოიწია. ფაქტობრივად ისე მოხდა, რომ მის კალთაში აღმოვჩნდი ჩემდაუნებურად. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, უხერხულობას მიქმნიდა, მაგრამ ბავშვურად ვიფიქრე, სხვას ადგილი დაუთმო, კეთილია და ალბათ მალე ჩავა-მეთქი.

მაგრამ ასე არ მოხდა. ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ მეხებოდა წელსა და საჯდომზე, ხელს ნელ-ნელა აცურებდა ტანსაცმლის ქვეშ. ვერ აღგიღწერთ, რას ვგრძნობდი. ახლაც, ამის წერისას რომ ვიხსენებ, ერთიანად მაკანკალებს. ადგილზე გავქვავდი, ვერ გავაცნობიერე თავიდან რა ხდებოდა. ეს ნაბიჭვარი იმდენად თავხედი და მანიპულატორი აღმოჩნდა, რომ ყურში მიჩურჩულებდა, აქ სადღაც უნდა ჩავიდეო. ეს სიტყვები უცებ შვებასავით ჩამესმა, ვიფიქრე ჩავა და მომშრდება-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ ტყუილი აღმოჩნდა.

როდესაც გავაანალიზე, რა ხდებოდა ჩემს თავს, ხელი ვკარი, წამოვხტი და ვიყვირე, გააჩერეთ-მეთქი. ჩამოვედი და ეს არსებაც ჩამომყვა. მე წინ სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი, ფაქტობრივად მივრბოდი და ეს კაცი მეძახდა, “**** ნუ გარბიხარო”.

დღემდე ზუსტად შემიძლია იმ ხმის აღდგენა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ მე შევძელი მოძალადისგან თავის დაღწევა. ვიცოდი, რომ ეს მიკროავტობუსები ცოტა ხნით ჩერდებოდნენ იმ გაჩერებასთან ახლოს, საიდანაც მე ჩამოვედი. მივირბინე გაჩერებასთან და ისევ იმ მოკროავტობუსში ავედი, რომელშიც ვიჯექი. მასაც ჰქონდა გამოკიდების და გამოყოლის მცდელობა, მაგრამ არ გამოუვიდა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, რა შედეგი გამოიღო ამ შემთხვევამ.

ამ დღის შემდეგ მეზიზღება ნებისმიერი შეხება, ახლობლებისგანაც კი; მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა, პირადი ურთიერთობები მქონდეს, გავურბივარ ნებისმიერი სახის კონტაქტს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან; მეშინია და შფოთვა მეწყება დაახლოებით იმ ასაკისა და გარეგნობის სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი ახლოს ყოფნით. მაგალითად, თუ ავტობუსში ამოვიდა ვინმე “მსგავსი” აღწერილობის, მე ეგრევე ჩამოვდივარ ავტუბუსიდან. ეს ამბავი დედაჩემს იმიტომ არ ვუთხარი, რომ აუცილებლად მოინდომებდა იმ ადამიანის პოვნას, ეს კი არ იქნებოდა იოლი საქმე და გამოიწვევდა მის ნერვიულობას.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორიას წაიკითხავთ. ამის თქვენთვის გაზიარებით თითქოს ლოდი მოვიხსენი მხრებიდან”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved