• რეკლამა
  • კონტაქტი
13:51, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” გუნდში ღალატია”, “ამ გუნდში მოღალატე არ არის” – კობახიძე, წულუკიანი, “მოღალატე” და გუნდი – პარტიის მესიჯბოქსი

ალია ავტორი - ალია
12:02 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

 კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ფაილებზე კომენტარს აკეთებს და ამბობს:

“ქართული ოცნების პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული… მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ”

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა:

“ჩვენ გვქონდა ძალიან რთული მოცემულობა პარტიის შიგნით, ასე გამოვიდა თებერვალში, როდესაც მელიას მიმართ იყო კანონი აღსასრულებელი. გახსოვთ, რომ მაშინ გუნდს უღალატა კონკრეტულმა ადამიანმა. დღეს არც ირაკლი კობახიძე, არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც კახა კალაძე, არც ერთი პირი არ არის ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობაში, რომელმაც ასეთი რამ შეიძლება გააკეთოს. გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და აქვს თავისი ღირებულებები. მოღალატე არ არის ამ გუნდში.

აქედან გამომდინარე, ეს არის დამატებითი ფაქტორი, რატომაც ვერ გაბედავს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას. თავის დროზეც, მელიას რომ არ ჰქონოდა რაღაც გარანტიები, ისიც ვერ გაბედავდა სამაჯურის გადაგდებასა და შემდეგ გირაოს არგადახდას. თუ მეხუთე კოლონა არ გყავს გუნდში, ასეთ დროს ძალიან რთულია ასეთი ავანტიურისტული ქმედებების დაგეგმვა. ჩვენ არ გვყავს მოღალატე გუნდში. გუნდი არის ერთიანი, აქვს ღირებულებები, გუნდი არის პრინციპული და აქედან გამომდინარე, ამ მოცემულობაში სააკაშვილს ძალიან გაუჭირდება თავისი ავანტიურისტული გეგმის განხორციელება”

თეგები: თეა წულუკიანიირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved