• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებზე: 6000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის და წვალების პერიოდი

ალია ავტორი - ალია
14:30 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე,  რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო: დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც, ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია, უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია, ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე. უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა. ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობებს, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქზე და საკუთარ მოქალაქეებზე. ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პრობლემა. რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved