• რეკლამა
  • კონტაქტი
14:34, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ! მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს“

ალია ავტორი - ალია
12:57 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი ახალი სასწავლო წლის ონლაინ რეჟიმში დაწყებას ეხმიანება. 

„მე ვარ მეგი კავთუაშვილი, ორი შვილის დედა. აგვისტოს ბოლოდან ყოველ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ჩემი შვილები მეკითხებოდნენ: – დე, რამე ახალი არ არის სკოლაზე? მშობლების აქტივობას შედეგი არ მოყვა? თქვენი წერილი წაიკითხეს ნეტა, ვისაც მისწერეთ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ განათლების სამინისტროსთან, სკოლაში წავალთ? ისევ online უნდა ვისწავლოთ?

დღეს სწავლა დაიწყო, ორივე კომპიუტერს უზის და ეკრანს მისჩერებია. საზეიმო განწყობას მხოლოდ სახეზე ვინარჩუნებ, როგორც ადრე. ბავშვებმა რომ არ შემატყონ იმედგაცრუება. სინამდვილეში არ მეზეიმება, რადგან პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს სწავლის დისტანციურად დაწყება და მთელი წელი ბავშვების ჩაბნელებულ ეკრანებთან ჯდომის პერსპექტივა, სიხარულის საფუძველს მაცლის.

მთელი წელი-მეთქი ვამბობ, რადგან პანდემიის ამგვარი მართვის შემთხვევაში, დიდი შანსია დასახელებულ ერთადერთ კრიტერიუმს, ე.წ. 4%-ს დიდ ქალაქებში ვერც 4 ოქტომბრისთვის ჩამოვცდეთ.

ბავშვებთან ერთად ვზივარ მეც და იმის ნაცვლად, სამუშაო საათებში სამსახურის საქმეს ვაკეთებდე, ოჯახის და ქვეყნის დოვლათის შექმნაში შემქონდეს წვლილი, როგორც ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვეხმარები შვილებს, სრულიად მარტონი რომ არ დარჩნენ, სახელმწიფოსგან მიტოვებული ბავშვები.

დღეს დარწმუნებით ვამბობ, რომ მშობლები და ბავშვები დავმარცხდით. ჩვენივე ხელისუფლებამ დაგვამარცხა. თან ისე დაგვამარცხა, ერთი სიტყვაც არ მოუგდია ჩვენთვის. ერთი სანუგეშო სიტყვა, რომ ესმით ჩვენი; იციან, რომ დისტანციურად მიღებული განათლება ის არ არის, რაც უნდა იყოს; ბავშვების სახლებში გამოკეტვა ძალიან ცუდი გამოსავალია; მშობლების რესურსი ამოწურვადია, გვითანაგრძნობენ და ა.შ. არაფერი მსგავსი!

აი, ასე! ავტორიტარი მშობელი რომ უბრძანებს შვილს – შედი ოთახში და არ გამოხვიდე იქიდან, სანამ მე არ გეტყვი! ასეთივე ავტორიტარია დღეს ჩვენი ხელისუფლება. ერთხელ რომ გეტყვის, უნდა გაიგო! აღარ არის საჭირო, შეკითხვების დასმა: რატომ მივედით აქამდე, როგორ ახერხებენ სკოლების გახსნას განვითარებული ქვეყნები? პასუხების გამოთხოვა: რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვები სკოლებს დაუბრუნდნენ! შეკამათება – რეგულაციების დაცვით ბავშვებმა სკოლაში უნდა იარონ!

ბავშვიანი ოჯახები დაგვამარცხა განათლების სამინისტრომ!
დაგვამარცხა ჯანდაცვის სამინისტრომ!
დაგვამარცხა პრემიერ-მინისტრმა!
დაგვამარცხა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, საკოორდინაციო საბჭომ და მთლიანად ხელისუფლებამ!

მოგვერივნენ, როგორც ყველაზე დაბალ ღობეს. მშობლებს ხომ ყველაზე მეტი გვაქვს დასაკარგი, ჩვენს გაჩუმებას რა უნდა?! ბავშვებს კი არჩევნებში ხმის უფლებაც კი არ აქვთ, შესაბამისად არჩევნების წინ ვის ახსოვს ისინი?!

მე დღეს დამარცხებული მშობელი ვარ, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი შვილები. ვერ დაარწმუნა ხელისუფლება, რომ სკოლები პირველი უნდა გახსნას და ბოლო დახუროს, იმისთვის, რომ არ მივიღოთ ე.წ. კოვიდის დაკარგული თაობა.

ეს მარცხი მშობლებს აუცილებლად მოგვცემს ახალ ძალას, რათა განახლებული ენერგიით შევახსენოთ მთავრობას: #მშობლებთანერთად ბავშვის განვითარება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და თქვენს ანგარიშზე იყოს ის ზიანი, რაც ჩემ შვილებს და მათ თანატოლებს, პანდემიის დაწყებიდან მესამე სასწავლო წელს, ეკრანთან გაუთავებელი ჯდომისგან ადგებათ,“ – წერს მეგი კავთუაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved