• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ გადადგომა? – უნდა დავიჭიროთ” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
12:39 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

“ცინიზმია, როცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს, ერთიც და მეორეც ამ საქმეში არის გარეული დიდი ალბათობით – როგორც გადამღები, ისე გამავრცელებელი, ” – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა ამის გამო „ორივე შერცხვენილია და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ უფრო სამარცხვინოა და ვინ მეტი დააშავა ეკლესიასთან“.

„არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი. აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს.თუ ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? – მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ეტაპი გვაქვს გასარკვევი და შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დავიჭიროთ.როგორც წინა ხელისუფლება მპასუხობს დაბნეულად უაზრობებს, როცა მათ ვეკითხები თავის დროზე მათ მიერ გადაღებულ კადრებზე, ზუსტად ასევე იქცევა ეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ მიერ გადაღებულ კადრებს.
მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს, მაგრამ მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს – ეს არის ის, ვინც გადაიღო, ვინც გასცა ამაზე კურთხევა და არასოდეს უნდა აგვერიოს ისინი გამომქვეყნებლებში.
გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved