მომავალი კვირიდან ინგლისში 12-დან 15-წლამდე ყველა მოზარდს ვაქცინაციას პირდაპირ სკოლებში შესთავაზებენ. აცრები Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით ჩატარდება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ВВС წერს.
მოზარდების ვაქცინაციისთვის მშობლების ნებართვა იქნება საჭირო.
ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სწავლების პროცესის უწყვეტობასა და სკოლებში COVID-19–ს გავრცელებას შეამცირებს.
გავრცელებული ცნობით, ანალოგიური რამ შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც იგეგმება.
კომენტარები