ბრაზილიის პარლამენტი არ განიხილავს პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განკარგულებას, რომელიც კონტენტის წაშლის კუთხით სოციალური ქსელების უფლებამოსილებას ზღუდავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ბრაზილიის სენატის ლიდერი როდრიგო პაჩეკო აცხადებს, რომ ბოლსონარუს განკარგულება, რომელსაც ძალაში შესვლისთვის კონგრესის დამტკიცება სჭირდება, ნორმატიულ მოთხოვნებს არ შეესაბამება და “მნიშვნელოვან სამართლებრივ გაურკვევლობას” ქმნის.
ცნობისთვის, ბოლსონარუმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის შედეგად სოციალური ქსელებს ანგარიშებისა და კონტენტის წაშლა ეზღუდება. დოკუმენტის თანახმად, ამისთვის ტექნოლოგიურ გიგანტებს “სამართლიანი მიზეზი და მოტივაცია” უნდა წარედგინა. განკარგულება კომპანიებმა Google, Facebook და Twitter გააპროტესტეს.
კომენტარები