საერთაშორისო თანამეგობრობა ახალი გამოწვევების წინაშე უნდა გაერთიანდეს, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გახსნაზე.
„ჩვენ დიდი გამოწვევის, კონფლიქტის, კლიმატის ცვლილებისა და სიღარიბისა და უთანასწორობის გაღრმავების დროს ვხვდებით ერთმანეთს. პანდემია კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ცხოვრების პირობებსა და მომავალს“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშმა ასევე გაუსვა ხაზი კორონავირუსის ვაქცინებზე წვდომის უთანასწორობას.
„ეს გამოწვევები არა ბუნებამ, არამედ ადამიანმა შობა. თუმცა, ამ გამოწვევების შეცვლა შეიძლება, თუ გავერთიანდებით. თუ მულტილატერალიზმის სულისკვეთების ირგვლივ გავერთიანდებით, ამის განხორციელებას შევძლებთ. ერთმანეთის წინააღმდეგ ომებს ბოლო უნდა მოეღოს. მთელი ჩვენი ძალისხმევა კაცობრიობის საერთო მტერთან, პანდემიასთან ბრძოლაზე უნდა მივმართოთ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები