• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეკანოზი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი არ ფიქსირდება” – ციანიდის საქმე სუს-ის კრებსებში

ალია ავტორი - ალია
10:31 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მამხილებელი კიდევ ერთი სკანდალური მტკიცებულება სუს-ის კრებსებში – უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებში შავით თეთრზე წერია, რომ ციანიდის საქმე გაყალბებულია და დამნაშავის კვალი არა ციხეში, სადაც დეკანოზია გამოკეტილი, არამედ ისევ სამღვდელოებამდე მიდის.

ირკვევა, რომ ციანიდის საქმე სუს-ში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შესაბამისად, გასაკონტროლებელთა სიაც ვრცელია, უსმენენ ყველას ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულთან ან მის გარემოცვასთან და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს.

“დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი დანაყოფის მიერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ოპერატიული მუშაობის შედეგად ცნობილი იყო გ. მამალაძის უარყოფითი დამოკიდებულება შ.თეთრუაშვილის მიმართ”

ამას სუს-ის 2019 წლის ე.წ ცნობაში ვკითხულობთ. ლილუაშვილის უწყება ამ მონიტორინგით თავადვე ადასტურებს რომ გამოძიებას მსჯავრდებული დეკანოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიორგი მამალაძე ციხეში იმ დანაშაულისთვის გამოკეტეს, რომელსაც მას ვერ უმტკიცებდნენ.

“მოპოვებული ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საპატრიარქოს თანამშრომლებთან ელპიტე (ია) ლათიბაშვილთან და ათანასია (თამარ) ჯიქიძესთან სხვადასხვა დროს შემდგარ საუბრებში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ციანიდის საქმის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გზა გაუხსნეს სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მას დიდი ალბათობით გაამართლებენ. ზ. იარაჯული აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში ყურადსაღები გ. მამალაძის გამართლება კი არა, არამედ ციანიდის საქმეში ჩართულ იმ პიროვნებათა გამოვლენა იქნება, ვისი გამოჩენაც არ სურდა საპატრიარქოს. მთავარეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ არეულია, არაპროგნოზირებადია სინოდის წევრთა სამომავლო ქმედებები და შესაძლოა, გარკვეული გარემოებები გადავიდეს საშიშ ფაზაში”

სუს-ის კრებსებში მოხვედრილი ამ საუბრით მსჯავრდებული დეკანოზის საქმე თავდაყირა დგება. ირკვევა, რომ ციანიდის სკანდალური ბრალდების რეალური ფიგურანტები არა ციხეში, არამედ ეკლესიის წიაღში უნდა ვეძებოთ. რას გულისხმობდა მთავარეპისკოპოსი ზენონი საშიშ ფაზაში გადასვლაში ეს უცნობია. ფაქტია, სამღვდელოებას სტრასბურგში ციანიდის საქმის სტრასბურგში გაგრძელება არ სურს, რადგან იციან, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და ევროპული სასამართლო ამას იტყვის.

ციანიდის საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს უსმენდნენ. აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას, პირად ცხოვრებას, ახლო კონტაქტებს, ინტერესებს – კომპრომატებს აგროვებდნენ იმისთვის, რომ ერთ დღესაც ისინი უბრალოდ გაეჩუმებინათ. სუს-ის დაკვირვების ობიექტთა რიცხვში ბევრი ადამიანი მოხვდა, მათ შორის მსჯავრდებული დეკანოზის მეუღლე ია გაბაიძე, ძმა თორნიკე მამალაძე, ადვოკატები. ლილუაშვილის უწყებამ ყველა პირად კონტროლზე აიყვანა და ყველას ცხოვრებას სწავლობდა. სუს-ი უსმენდა დიპლომატებსაც.

„მთავარი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved