• რეკლამა
  • კონტაქტი
07:20, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არცერთი მცოდნე და წესიერი ექიმი კოლეგას არ ლანძღავს სახალხოდ! ” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
10:18 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“დავიწყებ იმით, რომ ჩვენი რამოდენიმე თანამემამულე მართლაც მუშაობს ევროპის და ამერიკის ისეთ კლინიკებში, სადაც ყოველდღიური საექიმო საქმიანობის გარდა სუფევს მეცნიერული გონი, ხდება სიტუაციების, ცოდნის პერიოდული- საკმაოდ ხშირი ანალიზი. ამ ანალიზს აკეთებენ მაღალკვალიფიციური ადამიანები და წინ წევენ კაცობრიობის ცოდნას, ამ შემთხვევაში კოვიდის მკურნალობის საკითხში. ჩემთვის და ალბათ ყველასთვის, ევროპაში ასეთი განსაკუთრებულად ავტორიტეტული კლინიკაა შარიტეს კლინიკა, სადაც რამოდენიმე ქართველი მუშაობს.

მე არ მახსოვს, რომ ასეთი, მართლა წამყვანი კლინიკების თანამშრომელს ექიმური ეთიკა შეშლოდათ, ყოფილიყვნენ არადელიკატურები კოლეგებთან პირადად, ან სოციალურ სივრცეში მიმართვისას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქვეყნის მოსახლეობამაც განასხვაოს, გაარჩიოს მართლა კეთილის მსურველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხო ქვეყანაში მომუშავე ქართველი ექიმი, ვინმე მოშარლატანო, ტრაბახა ხალხისგან.

პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება წარდგენისას: თუ წარადგენენ “საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი…” და ა.შ. და ეს ექიმი ამას გაყურსული იმშვენებს, ან სულაც საკუთარ თავზე ამბობს ამას- ნუ მოუსმენთ! იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ნიკოლაძეც კი არ მისცემდნენ უფლებას ასე მოეხსენებია ვინმეს მათი მართლაც დიდი ღვაწლი! ცოტა კომიკურიცაა ეს ამბავი, ამ პრინციპით, ყველაზე ვინც საზღვარგარეთ მუშაობს, უნდა ვთქვათ- “მოღვაწეობს”….

არავითარ შემთხვევაში არ დაუჯეროთ ისტერიულ ჩანართებს – როცა “სპეციალისტი” ილანძღება, კივის, იგინება და ა.შ. ასეთ ექიმებს ყველგან ეჭვით შეხედეთ – გარეთაც და შინაც!

განსაკუთრებული შარლატანი და ამავე დროს, მავნე ვიგინდარაა ის, ვინც უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებს ყველას ერთად, ასეთი ტიპის გამონათქვამებით: “…საქართველოში არასწორად მკურნალობენ კოვიდს”, “ქართველმა ექიმებმა მკურნალობა არ იციან და ბრმად მიყვებიან რაღაც გაიდლაინებს…” – ამას ისე ამბობენ, თითქოს ძაან გული შესტკივათ ქართველ პაციენტებზე! საერთო ქვაბში ხარშავენ ყველა ექიმს, არ დაგიდევენ ცალკეული ქეისის გარჩევას და რაც ყველაზე ცუდია – უიმედობას, ქართველი ექიმებისადმი უნდობლობას თესავენ მოსახლეობაში! მერე რა ნოყიერ ნიადაგზე ყრიან ეჭვის თესლებს- იმ წუთას აიტაცებენ ამ ბინძურ სისულელეებს აქაური ჰეითერები და ერთი – ასად ამრავლებენ!

დაიმახსოვრეთ მთავარი წესი: არცერთი მცოდნე და წესიერი ექიმი კოლეგას არ ლანძღავს სახალხოდ! თუ თვლის, რომ რაიმე შეცდომას აქვს ადგილი- აუცილებლად გაარჩევს ექიმთან და გულახდილად ეტყვის თავის ხედვებს, გაუზიარებს ცოდნას”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved