• რეკლამა
  • კონტაქტი
12:07, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაი, ჩამოვიდა და რა უნდა გააკეთოს მიშამ? რევოლუციას მოაწყობს?“ – ჭიჭინაძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
20:11 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ბატონო დათო, მიშა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, საქართველოში ჩამოვალ და ჩამოსვლის ზუსტ დროს და საიდანაც გამოვფრინდები,  თვითმფრინავის   რეისს  წინასწარ გამოვაცხადებო. ტელეკოპანია „პირველმა“ დათვალა და აქამდე, სააკაშვილს 16 განცხადება აქვს  გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. თქვენ რას ფიქრობთ,  ჩამოვა?

– ხომ იცი, როგორც არის, ზოგადად. ვიღაცას აწყობს მიშას ეს განცხადებები. ეგ კაცი ისეთი ინტენსივობით აცხადებს, ჩამოვდივარო, სხვა რა ვიფიქრო,  აშკარად აწყობს ვიღაცას. აბა, ამდენჯერ განაცხადა ჩამოვდივარო, არ ჩამოსულა და ამით საკუთარ რეპუტაციას ავნო. ასევე, ოპოზიციასაც ავნო და  არაფერში წასდგომია მისი ეს განცხადებები. ასეთი არაპირინციპული მიდგომა სააკაშვილისა მის მუდმივ ჩამოსვლასთან  დაკავშირებით,  სხვის წისქვილზე ასხამს წყალს. სხვა რა ვიფიქრო, როდესაც თავადაც ზარალობს ამ განცხადებებით, თავის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ და  მის მომხრე სხვა პარტიებსაც აზარალებს და საკუთარ მომხრეებსაც, რომლებიც უკვე, როგორც მითხარით, 16–ჯერ მოატყუა?

– ბიძინა  ივანიშვილის გარდა, ვინ შეიძლება იყოს ის ვიღაცა, ვისაც აწყობს სააკაშვილის ეს განცხადებები? მე პირადად, ვფიქრობ, ივანიშვილი და  სააკაშვილი შეთანხმებულად მოქმედებენ და როდესაც ივანიშვილს სჭირდება, მაშინ აკეთებს მიშა ჩამოსვლის შესახებ განცხადებებს.

– ძნელია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ეს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმ განცხადებებს აკეთებს, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. თან, მართლაც, ყოველთვის ხელისუფლებისთვის კრიტიკულ მომენტში. მიშა  იყო და დღესაც არის „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“. სამწუხაროდ, ისევ ძველ წრეზე ვტრიალებთ – ხალხს ეუბნებიან, მიშა ჩამოდის და თუ მიშას და „ნაცების“ დაბრუნება არ გინდათ, მაშინ „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმაო. ეს მიშას და „ნაცების“ შიშის ფაქტორი ისევ მუშაობს, ფაქტია.  „ნაცებმა“ იმდენი უბედურება დააწიეს ხალხს, იმუშავებს, აბა, რას იზამს? ამას კი სათავისოდ იყენებს „ქართული ოცნება“. ეს უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ამ არჩევნებზე.  სხვაგვარად ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია.

– თაკო ჩარკვიანმა მიშა სააკაშვილის ჩამოსვლა–დახვედროს ორგანიზაცია შექმნა და განაცხადა, 600 000 კაცი მარტო რეგიონებიდან შემოგვიერთდებაო. რამდენად რეალურია ეს ციფრი და  არსებობს იმის საფრთხე, რომ მიშა თუ მართლა ჩამოვიდა, არეულობა დაიწყოს?

– სიმართლე გითხრა, არარეალურად მეჩვენება, რომ მიშას მხარდასაჭერად 600 000 კაცი ჩამოვიდეს რეგიონებიდან. მაგდენი ამომრჩეველი საერთოდ არ ჰყავთ „ნაცებს“ საქართველოს  მასშტაბით. ნუ, ეს ციფრები, ხშირად, არასანდოა. აგერ, გიორგი ვაშაძე აცხადებს, 700 000 ადამიანია, ვისაც არც მიშა უნდა და არც გრიშაო, ასე რომ ვთქვათ. სინამდვილეში ჩვენ  ხომ ვიცით,  საბოლოო ჯამში,  „ნაცები“ და „ქართული ოცნება“, ეს ორი პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად ცდილობენ, ისე მოახდინონ სიტუაციის რადიკალიზაცია, რომ მხოლოდ  თავად იხეირონ და სხვას ადგილი არ დაუტოვონ პოლიტიკურ ველზე.  უკვე რამდენი წელია, წარმატებით ახერხებენ ამას.  ერთი ხელისუფლებაში რჩება, მეორე მთავარ ოპოზიციურ ძალად. ორივეს აწყობს ეს პოლიტიკური ვითარება. სამწუხაროდ, ხალხში ისეც ის კითხვა ისმის – აბა, ვინ, თუ მიშა არა? ვინ და „ქართული ოცნება“ – ამშვიდებენ ამ ხალხს. ბოლოს გამოდის, რომ სადაც მიშაა, იქ ბიძინა  იმარჯვებს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე  „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მეორე ტური მოუგო „ნაცებს“,  ეს ხომ ფაქტია? ვიმეორებ, ამ არჩევნების შემდეგ რაღაც თუ არ შეიცვალა, ამ წრეზე სიარული თუ არ დავასრულეთ, თუ არ დაიწყო “ქართული ოცნების“ რღვევა, მაშინ რა მოხდება, უკვე ძნელია პროგნოზირება. მით უმეტეს, გიორგი გახარიას ფაქტორმა, ეს რღვევა დააჩქარა მმართველ გუნდში და ეს უნდა  გამოიყენოს ოპოზიციამ.

–დავუშვათ და მართლა ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი, მერე რა შეიძლება მოხდეს?  დაიჭერენ და ჩასვამენ ციხეში?

– არა, არ მგონია, მსგავსი რამ მოხდეს. წარმოუდგენელი ამბავია. ამ ამბის გაგრძელებასაც ვერ ვხედავ. კაი, ჩამოვიდა და რა უნდა  გააკეთოს მიშამ?  რევოლუციას მოაწყობს? ეგ გამორიცხულია. არა, რევოლუცია არ მოხდება, დასავლეთი არ შეუწყობს ამაში ხელს, მიშას გამო საქართველოში ყველაფერის თავდაყირა დაყენება არავის აწყობს. მიშა როდესაც ხელისუფლებაში მოჰყავდა დასავლეთს, მაშინ რეგიონში უზარმაზარი ინტერესები ჰქონდა, დღეს კი ეს ინტერესები აღარ გააჩნია. ახლა მიშა ჩამოვიდეს აქ, დაიჭირონ, ციხეში ჩასვან და ტანჯულის პერანგი მოირგოს, ეს  გეგმა რომ  ჰქონდეს მას, არა მგონია.

თეგები: დავით ჭიჭინაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved