• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, ოთხშაბათი, 10 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის დამხობა არ შედის ჩემ ინტერესებში, თუ ხალხის მოლოდინები სწორად არ ვმართეთ, გუბაზ სანიკიძის სადღეგრძელოების იმედად დავრჩებით…” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:06 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:

„(პირველ მხოლობით პირში შეგნებულად ვწერ, რომ ხაზი გავუსვა იმას, რომ შეფასებები ჩემია, მხოლოდ და არა რომელიმე პარტიის)

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც წინსვლა გვიჭირს, მომავლისადმი დამოკიდებულებაა.

ჩვენი ყველაზე შორეული მომავალი არის – გუშინ, ან მაქსიმუმ – ხვალ.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი გამორჩეული სიტყვაც კი გვაქვს, როგორიცაა მასზეგ, ის მხოლოდ საქმის გადასადებად, ანუ გადასაგდებად გამოიყენება და არა დასაგეგმად.

იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო, უნდა იცოდე რა არის შენი მიზანი.

იმისთვის, რომ ნაბიჯები დაგეგმო, უნდა გესმოდეს, რა არის ამ ნაბიჯების endgame.

ისიც უნდა გესმოდეს, რომ პოლიტიკა არ არის ქიმია, რომ წინასწარ განსაზღრულ წესებს ემორჩილებოდეს პროცესი – ბუნების კანონები პოლიტიკაზეც მოქმედებს, უბრალოდ ამ პროცესში მთავარი როლი ადამიანებს აქვთ, ადამიანები კი სხვადასხვაგვარად მოქმედებენ სტრესში – ფუჭდებიან, ტყდებიან, გიჟდებიან ….
მაგრამ გამოწვევაც ეგაა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაგეგმო და თუ რამე იცვლება, გეგმა შეუსაბამო.
———
მეგობრებო, პირადად ჩემი ამოცანა (გიგას, პარტიას, ყველაფერს – თავი რომ დავანებო) არის ამ ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევა – მინდა, რომ მოვკვდები თავი NATO-ში გვქონდეს და ვიცოდე, რომ მინიმუმ შემდეგი 100 წელი, აქ ომი აღარ იქნება და მშვიდობიანი განვითარების შანსი მოგვეცემა.

მაგ ფიქრით მინდა მოვკვდე – ეგეთი ჟინი მაქვს.

რუსებს მინდა დავეჯღანო და დავცინო სიკვდილის წინ.

NATO-ში ჩვენი გაწევრიანების ერთადერთი გზა არსებობს – ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია (აღარ აღვნიშნავ, რომ NATO-ს გარეშეც, მმართველობის ამაზე უკეთესი ფორმა ადამიანების კეთილდღეობისთვის, არავის მოუგონია).

ნებისმიერი ჩემი მოქმედება, პოლიტიკურიც და არაპოლიტიკურიც კი, მოტივირებულია ამ მიზნით.

ივანიშვილის რეჟიმის მოცილებაც ამიტომ მინდა – ამ მიზნიდან გამომდინარე.
სხვა მიზანი არ მაქვს.

ანუ ივანიშვილს იმიტომ კი არ ვებრძვი, რომ მე მინდა ძალაუფლება – ივანიშვილს ვებრძვი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა NATO-ში შევიდეს და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამისთვის მინდა გავლენა.

ივანიშვილს მარტო, ვერც გიგასთან, ვერც გიგას პარტიასთან ერთად ვერ დავამარცხებ – ამის ძალა მე არ მაქვს.
ამიტომ, ბუნებრივია ვფიქრობ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე, იმ პარტიებთან თანამშრომლობაზე, რომლებთანაც საერთო ამოცანები გვაქვს.

რომელ პარტიებთან გვაქვს საერთო ამოცანა?

1. ყველაზე მეტად იმ პარტიებთან ვისაც ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია უნდა – რეალურად. ასეთი ბევრი არაა – ევროპული საქართველო, დროა, ზურა ჯაფარიძის გირჩი.

2. შედარებით ნაკლებად იმ პარტიებთან, ვისაც ივანიშვილის მოშორება უნდა, უბრალოდ ლიბერალური დემოკრატიის არსი დიდად არც ესმის და არც სწყალობს და იოლად მიდის დათმობაზე დემოკრატიის პრინციპებთან (სააკაშვილის ნაცმოძრაობა, ლელო, ლეიბორისტები და მესამედ სახელ გამოცვლილები).
ანუ იმ პარტიებთან მაქვს ღირებულებითი თანხმობა – ვისთვისაც სულერთი არ არის, რა მოხდება ივანიშვილის მარცხის შემდეგ და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია უნდა.

ხოლო დანარჩენებთან – მხოლოდ სიტუაციური მოკავშირეობა მაკავშირებს. მათაც სურთ ივანიშვილის დამარცხება, უბრალოდ ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა უნდა იყოს შემდეგ (ენმ-ში მელია შედარებით ხვდება, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორი ლიბერალური დემოკრატიის არსის გაცნობიერებას, შეუძლებელს ხდის)
———
ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებით არ შორდება – თვითმმართველობა არ არის არჩევნები, სადაც ხელისუფლება იცვლება.

ივანიშვილის დამხობა არ შედის არც ჩემი, არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში – რადგან NATO-ს უფრო დაგვაშორებს.

იმისთვის, რომ ივანიშვილი არჩევნების გზით დამარცხდეს, ქალაქები მაინც უნდა დაკარგოს, იმისთვის რომ საპროტესტო ელექტორატი უიმედობიდან და უნდობლობიდან გამოვიდეს და ქუჩაში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისას – გვერდში დაგვიდგეს.

ჩვენ თუ ამ ხალხის მოლოდინები სწორად არ ვმართეთ, ისევ გუბაზ სანიკიძის სადღეგრძელოების იმედად დავრჩებით – პარლამენტის წინ.

ჩვენ უნდა გავაგებინოთ ამომრჩეველს რომ ამ არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი ისე უნდა მოვარყიოთ, რომ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

ვადამდელი არჩევნები დანიშნოს – წაგებულმა.

თორემ მოგებული, თავისითაც დანიშნავს და გახარიასთან კოალიციას გააკეთებს.

ნებისმიერი სხვა დაპირება, არის ამომრჩევლის გაუცხოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს მედიას – რომელიც ჯერ კიდევ ერთიან ოპოზიციაზე საუბრობს, და ვერ გაუგია, რომ კოალიციურ მმართველობაში ადგილების გაყოფა, ერთიანობას არ ნიშნავს.

პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა საჯარო პირს, რომელიც ხან ძველ სახეებს იწუნებს, ხან ახალ სახეებს – ჭინჭყლი ბავშვივით, ყველაფრით უკმაყოფილოა, პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს და წინასწარ ეძებს დამნაშავეებს.
თუ პროცესს დროში შეხედავთ და ნაბიჯებად დაილაგებთ, ასეთებს აღარ იტყვით.

რომ დაფიქრდებით, მიხვდებით რომ თვითმმართველობის არჩევნებით ბიძინა არ სრულდება, ბიძინა მხოლოდ შეიძლება მოირყეს.

გაითვალისწინეთ, რომ შემდეგი ნაბიჯიც გადასადგმელი გვექნება, ამ არჩევნებით ცხოვრება, ან მიზანი, არ სრულდება და ისეთ ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ შემდეგი ნაბიჯი მშვიდად გადავდგათ და იმ ამოცანას მოვემსახუროთ, რაც ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.

P.S. იმ გენიალურ ტვინებს, სააკაშვილის ჩამოსვლას რომ შესცქერიან იმედის თვალით – პოლარიზაციაში გადავტეხეთო (ზოგიერთი ისე გამოშტერდა და გამოიფიტა, ისე დაიცალა საღი აზრისგან, რომ ადრე არ ფიქრობდა და ახლა ჰგონია) – მათ არც კი ვახსენებ, არარაობებად ვთვლი. მათ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი. მათ ამ ქვეყნისთვის კარგი არ უნდათ. პირადი გრძნობებით მოქმედებენ ესენი და არა ეროვნული ამოცანებით“

თეგები: ბიძინა ივანიშვილითამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

16:45 09-09-2025
ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ახალი ამბები

ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება – შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან

15:10 09-09-2025
რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?
ახალი ამბები

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

13:18 09-09-2025
9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე
ახალი ამბები

9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე

12:37 09-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved