• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, სამშაბათი, 3 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიხედე რა შენს საქმეს… ჩამწკრივდებიან… აქ არ იყავით?” – კობიაშვილი არველაძეებს

ალია ავტორი - ალია
12:55 09-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” სექტემბრის სანაკრებო პაუზის შესახებ ისაუბრა და, ამავდროულად, მედიით გავრცელებულ კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.

კობიაშვილის თქმით, ნაკრების შედეგი სამარცხვინო და კატასტროფულია, განსაკუთრებული იმედგაცრუების განცდა კი კოსოვოსთან მატჩმა დატოვა. 

“ჩემთვის ეს თამაშები იყო სამარცხვინო და კატასტროფა. არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა და არ იკითხებოდა. მთავარი პირველი თამაში იყო კოსოვოსთან. ამდენი დღე გავიდა და ვერ ვხსნი რა მოხდა და ჩემთვის არანაირი არგუმენტი არ იმუშავებს ამ თამაშის გასამართლებლად. გასაგებია, რომ ექსპერტები და კრიტიკოსები საუბრობენ შემადგენლობაზე და ეს კრიტიკა მისაღებია, თავი უნდა დახარო და ისწავლო ასეთი შეცდომებიდან. 

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია პირველი თამაში, რომელიც კოსოვოსთან იყო. 30 წელია ამ ქვეყანაში სტადიონი არ აშენებულა, ნაკრების პირველი თამაშია, წლებია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თამაში არ მოგვიგია, ეთამაშები არაღიარებულ ქვეყანას და ამასთან კიდევ ცალკე პრობლემები გვქონდა… ლოგიკურად რომ შეხედო, ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ყველანაირ შემთხვევაში უნდა მოიგო. გავიგეთ ესპანეთი, შვედეთი, მაგრამ კოსოვო გყავს სახლში და უნდა მოიგო ეს თამაში. ის რაც მოედანზე ჩანდა, პირველივე წუთიდან იყო კატასტროფა. ვიცით და ვნახეთ, რომ მეტი შეგვიძლია, მაგრამ ჩემთვის ყველანაირი არგუმენტი მეორეხარისხოვანია. დავიჯერო, სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს, რომელიც სულ არასწორ შემადგენლობას აყენებს? არა, ასე არ არის. 

ჩვენ თუ ფეხბურთელების მიმართაც კრიტიკულები არ ვიქნებით, შეუძლებელია განვითარება, რადგან ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი. სათამაშო პრაქტიკა კოსოვოს თავდამსხმელსაც არ აქვს, მაგრამ მოედანზე რამე შეატყვეთ? ორჯერ დავთვალე, ხო 11-11-ზე თამაშობენ-თქო. რაც არ უნდა მოუმზადებელი იყოს ფეხბურთელი, მას პირველივე წუთებიდან ეტყობა, უნდა თუ არა ეს ყველაფერი.

წააგებს ნაკრები და ჩამწკრივდებიან, კომენტარებს აკეთებენ… აქ არ იყავით წლების განმავლობაში? გეკეთებინა, თუ რაღაც შეგეძლო… ერთი მოედანი არ გაგიკეთებია, დადიხარ და რაღაცებს პროფესორობ. პრობლემა კი არ მაქვს, უნდა აკრიტიკო, მაგრამ შემოგვთავაზე, თუ შეგიძლია, მოდი და იმუშავე… დგახარ, რაღაცებს პროფესორობ… შეკრება, ანტალია… თუ გინდა, გეუბნებიან, მოდი და იმუშავე. ხან რა მიზეზებს ედებიან, ხან რას. მიხედე რა შენს საქმეს”, – განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბუთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, შოთა და აჩი არველაძეების ინტერვიუს გულისხმობდა. ვეტერანმა ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების უკანასკნელი მატჩები adjarasport.com-თან შეაფასეს. 

“არასდროს გამოვირჩევი მწვავე და კრიტიკული განცხადებებით, მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში, მაგრამ მგონია, რომ ასეთი წარუმატებლობა და ასეთი თამაში მეც მეხება.

ალბათ პირველად ვიქნები ასეთი კატეგორიულად განწყობილი – მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებს მისამართი ეშლებათ, ან ვერ ხვდებიან სად არიან. წარმოუდგენელია, როცა ნაკრებში მუშაობ, თავს უფლება მისცე და ისე მოიქცე, როგორც მწვრთნელი ანტალიაში, საკლუბო შეკრებების დროს იქცევა! როგორ შეიძლება ამდენი ფეხბურთელის თამაში და დებიუტი ასეთ მოკლე დროში, ასეთ მნიშვნელოვან სანაკრებო მატჩებში?”, – განაცხადა აჩი არველაძემ. 

წყარო: adjarasport.com

თეგები: აჩი არველაძელევან კობიაშვილიშოთა არველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved