• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანივარდ მოსოიანი – თითოეული წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის

ალია ავტორი - ალია
19:43 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა მეორედ ვიყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიტიკურ გუნდსა და ლიდერებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი და ამ დროის განმავლობაში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ჩემს  მოსახლეობაზე ზრუნვა, ამით ვამაყობ და მინდა თქვენთან ერთად, ჩემო ნინოწმინდელებო, შევქმნა ნინოწმინდის წარმატებული ხვალინდელი დღე“ – განაცხადა წარდგენაზე „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატმა ანივარდ მოსოიანმა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ერთი შეხედვაც კმარა, რომ დავინახოთ, რამხელა პროგრესს მიაღწია  მუნიციპალიტეტმა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. „ავიღოთ  თუნდაც ბოლო 4 წელი, როდესაც მე ვიმუშავე თქვენთან ერთად, რამდენი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, თითოეული ამ წარმატების უკან დგახართ თქვენ, ჩემო ნინოწმინდელებო, მადლობა ამისთვის. მე და ჩემს გუნდს გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს ნინოწმინდა უფრო ეფექტური, განვითარებული და წარმატებული. ამ მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახალგაზრდების ხელშეწყობაა, მათ განვითარებაზე, განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა. მწამს, რომ ნინოწმინდა გახდება ქალაქი, სადაც ახალგაზრდებს ყველა სფეროში ექნებათ წარმატების მიღწევის საშუალება, ხანში შესული მოქალაქეების ყოველდღიურობა ნაკლებ სირთულესთან იქნება დაკავშირებული, სადაც საკმარისი სამუშაო ადგილები იქნება. ოთხი წლის წინ, ნინოწმინდის  მერი სწორედ თქვენი მხარდაჭერით გავხდი. ვიცი, როგორ გიყვართ თქვენი მხარე და კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო მონაწილეობა ნინოწმინდის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში. გპირდებით, ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თქვენთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისთვის.ახლა კი მინდა სცენაზე მოვიწვიო ნინოწმნდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაღინაკ არზუმანიანი, ასქანაზ მარკოსიანი, გევორკ ისოიანი, გიორგი ჩაპანიანი, ვალერი ბეზოიანი, სერგეი ადუმიანი, შირაზ ხოდიკიანი, გრიგორი შამილიანი, არნაკ ჰახვერდიანი, სამველ დარბინიანი“ – განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved