• რეკლამა
  • კონტაქტი
18:54, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი 29 სექტემბრამდე გადაწყვიტოთ“ – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ალია ავტორი - ალია
19:34 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

როგორი იქნება სექტემბერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის? – ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „თბილისელებთან“ საუბრობს.

„სექტემბრის დასაწყისი, 12 რიცხვამდე, მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური, ნაყოფიერი და შედეგიანი პერიოდია. ადამიანთა უმეტესობა ამ დროს თავს სანაქებოდ იგრძნობს და მზად იქნება ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ამიტომაც, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს წინსვლასა და წარმატებებს საქმიან სფეროში, კარიერასა და ბიზნესში. შემდგომი პერიოდი, კერძოდ კი 12-დან 18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთი, შესაძლოა, ნაკლებად სასიკეთო და პროდუქტიული აღმოჩნდეს.

18 სექტემბრიდან დაიწყება საქმიანი აქტივობის ზრდა და თავის მაქსიმუმს 22-29 სექტემბრის შუალედში მიაღწევს. მნიშვნელოვნად მოიმატებს ბევრი ადამიანის ბიოპოტენციალი, რის შედეგადაც ისინი სულ უფრო მეტი ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდებიან. 22 სექტემბერს დღეღამტოლობაა და მზე ქალწულის ზოდიაქოდან სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ამავე პერიოდში, დედამიწა მეტად ჰარმონიულ და დადებით ენერგეტიკულ ველში აღმოჩნდება, რის გამოც მეტად მოიმატებს პოზიტივი. სასიკეთო გარემოებები ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. გაუმჯობესდება ურთიერთობა სხვადასხვა ერებსა და ქვეყნებს შორისაც, მეტი ყურადღება დაეთმობა სოციალურ და კულტურულ სფეროებს.

გეტყვით რომ, 29 სექტემბრის შემდეგ შესაძლოა, წარმოიქმნას გარკვეული პრობლემები, რომლებიც ხელს შეუშლის უკვე დაწყებულ პროცესებს, დაამუხრუჭებს საქმეებს. ამ პერიოდში დაქვეითდება როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი აქტიურობა. ამიტომ, სასურველია ყველა მნიშვნელოვანი საქმე და საკითხი 29 სექტემბრამდე გადაწყვიტოთ“, – აცხადებს ცაგარელი „თბილისელებთან“ საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved