ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა:
„ნებისმიერი მედიკამენტი დროის რაღაც მონაკვეთში რჩება ორგანიზმში და შემდეგ ის ორგანიზმს ტოვებს. ვაქცინებიც არის ზუსტად ასე. ისინი სულ რამდენიმე დღე რჩებიან ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ძალიან დიდხანს ტოვებენ კვალს. ეს კვალი არის ვაქცინისგან გამომუშავებული იმუნიტეტი. არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინებს არ გააჩნიათ. ვაქცინები არ მოქმედებს არც მდედრობითი სქესის და არც მამრობითი სქესის განაყოფიერების ფუნქციაზე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება ვაქცინას პოზიტიური გავლენაც კი ჰქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ უნდა ეშინოდეს“.
კომენტარები