• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი პროექტი განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი დიდი ოჯახი – ჩვენი საქართველო

ალია ავტორი - ალია
17:11 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ამ რეგიონში და ამ ქალაქში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყლის პროექტები, გაზიფიცირების სამუშაოები, სკოლების, ბაღების მშენებლობა, ჰოსპიტალების, საავადმყოფოების მშენებლობა, ასევე ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხალხს მთავარი გამოწვევა აქვს, ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, ამიტომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს როგორც ცენტრალურმა, ასევე ადგილობრივმა მთავრობამ, რათა ბოლომდე დაუდგეს გვერდში მოსახლეობას.

 „მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი პროექტები განვახორციელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ოჯახები და ჩვენი მთლიანი დიდი ოჯახი – ჩვენი  საქართველო. ეს რეგიონი გამოირჩევა ძალიან შრომისმოყვარე ხალხით, მშრომელი და  პატრიოტი ხალხით, რომლებიც ქმნიან ძალიან დიდ დოვლათს, შრომობენ, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს ,უვლიან საკუთარ მიწა-წყალს და ამით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ჩვენ გამორჩეული ქვეყანა გვაქვს მართლაც, მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, სადაც ყველა ეთნოსის, ყველა ხალხი ქმნის და აძლიერებს საერთო დიდ ოჯახს, ჩვენს საქართველოს. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ,ჩვენ ვქმნით საერთო აწმყოს და ჩვენს მომავალს, ასე ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები, ასევე ემსახურებოდნენ  დიდი გულით და დიდი სიყვარულით ჩვენს საერთო ქვეყანას.  ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა ამ ბოლო  8 წლის განმავლობაში, არის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც მართლაც გამორჩეულია ,რომელიც მანამდე არ იყო. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ ჩვენ ყველამ ერთად, დაწყებული 90-ანი წლებიდან, როცა განუკითხაობის  წლები იყო ქვეყანაში მთლიანად და მათ შორის, ამ რეგიონშიც, როგორ ძლიერად იდგა ეს მხარე და ეს რეგიონი. შემდეგ ომები, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება, რომელიც ჩვენ ყველამ წარსულს ჩავაბარეთ. შემდეგ ომი იყო   2008 წელს, რამაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას გაუჭირდა ძალიან და ახლა პანდემიაა და მჯერა, რომ ამასაც ძალიან ღირსეულად, მოთმინებით და ძალიან გაბედულად ვაჟკაცურად გადავიტანთ. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, პროექტები, გზების მშენებლობა, ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, ჩვენ, მთავრობამ და ბიზნესმა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

14:01 07-15-2025
გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

გაატარე ზაფხული შენებურად – საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

18:31 07-14-2025
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
ახალი ამბები

PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა

16:46 07-14-2025
რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?
ახალი ამბები

რა სიმპტომები ახასიათებს სწორი ნაწლავის პროლაფსს და რომელია მისი მკურნალობის “ოქროს მეთოდი”?

16:30 07-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved