სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ სწრაფი და პისიარ ტესტები ფასიანი გახდა, სიცრუეა.
აღნიშნული ინფორმაცია სამედიცინო გვერდმა „ფეისბუკში“ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის სწრაფი და პისიარ ტესტი ყველასთვის ფასიანი გახდა, მათ შორის კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც.
სააგენტო „პირველი“-ს მიერ გავცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი გადაამოწმეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
კომენტარები