“ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს”,- ამ სიტყებით ულოცავს მუსიკოსი, გია ბაღაშვილი ანსაბლ ივერიის“ სოლისტს, ჯემალ ბაღაშვილს დაბადების დღეს.
“დღეს დიდი დღეა, დიდი!მამაჩემის დაბადების დღე გახლავთ, თანაც როგორი – 80 წლის იუბილე! გილოცავ მამა!ვერანაირისიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს!
შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდ ხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ – მთელ ქვეყანას.
სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის”,- წერს გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები