• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება, მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და სრულად აითვისოთ ყველა პროგრამა, რომელსაც მთავრობა შემოგთავაზებთ

ალია ავტორი - ალია
15:19 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და სრულად აითვისოთ ყველა ის პროგრამა, რომელსაც მთავრობა შემოგთავაზებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროგრამები უკვე ხორციელდება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მასშტაბური პროექტები წარმოდგენილი იქნება უახლოეს რამდენიმე თვეში.

„1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში. 350-მდე დარგი გვაქვს განსაზღვრული, რომელიც მთავრობამ უნდა დააფინანსოს და ამას სჭირდება თქვენი ჩართულობა. ჩვენი მთავარი მიზანი, მთავარი ამოცანა არის, რომ მეტი ოჯახი ჩაერთოს ამ ბიზნესში, განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი და ფეხზე დავაყენოთ ჩვენი რეგიონები და ჩვენი ქვეყანა. არჩევნები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა თქვენი მხარდაჭერის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას. 2 ოქტომბერს გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” და გაიმარჯვებს მელქონ მაკარიანი და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ვთქვათ მოდით პირდაპირ, რომელმა პარტიამ შეძლო რომ ქვეყანაში  ყოფილიყო ასეთი სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, კარგი პროექტები, კარგი პროგრამები. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა არის “ქართული ოცნება”, რომელმაც მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა  და სტაბილურობა, დაამშვიდა ქვეყანა, დააწყნარა და ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved