• რეკლამა
  • კონტაქტი
14:59, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ალია ავტორი - ალია
14:11 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე,  წინასაარჩევნო  კამპანიის ფარგლებში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე  მცხოვრებლებს შეხვდა.

 საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გამართულ მორიგ შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა  თბილისის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ და  დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ის და მისი გუნდი აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ. ამასთან, კახა კალაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ავთანდილ ცინცაძის, როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატის,  მხარდაჭერისკენ  კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ავტობუსების ჩანაცვლების შემდეგ დაგვრჩა ყვითელი მიკროავტობუსები, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი  მიკროავტობუსები არ იმოძრავებს  და ქალაქში იქნება ახალი, მოწესრიგებული, თანამედროვე ევროპული ტიპის მიკროავტობუსები. სამარშრუტო სქემების გადალაგებას ვაკეთებთ, როგორ უნდა იმოძრაოს. ამასთან გვაქვს ინტეგრირებული გადახდის სისტემა, ვინც ყიდულობს ბილეთს, მას ეძლევა საშუალება,  საათნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებითაც საინტერესო სიახლეები გვექნება. ბოლო 4 წლის განმავლობაში 2 მილიონი თბილისელის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ დახმარებაზე. ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას,  ყველა ქუჩაზე გვინდა, შევიდეთ. 1000-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა ქალაქის მასშტაბით. ენერგიას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს სამუშაოები ეფექტიანად  ჩავატაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა  მადლობა.

„მინდა, ჩემი მეგობრობა შევთავაზო საბურთალოს რაიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დავისახავთ სამომავლო მიზნებს და თქვენი ჩართულობა იქნება მაქსიმალური, როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე მას შემდეგაც, რომ სამომავლო პროექტები ერთად განვახორციელოთ. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით იამაყებს ჩვენი მომავალი თაობა“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის („წითელი ბაღი“) და პარღის სკვერის რეაბილიტაცია.

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის („წითელი ბაღი“) რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის  2,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ,,დეკის’’ ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო ზონა, საგამოფენო ღია სივრცე და  დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. ამასთან, სრულად შეიცვალა საპარკე ავეჯი და დამატებით განთავსდა სეპარირების ურნები,  მოეწყო ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცეც, სარწყავი სისტემა და განათება. დაითესა ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ბუჩქები და ხეები. პარკის გარშემო კი მოეწყო დაახლოებით 700-მეტრიანი საველოსიპედე ბილიკი.

გარდა ამისა, საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ პრაღის სკვერსაც  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. წინა ხელისუფლების დროს ეს კონკრეტული ადგილი გამზადებული იყო გასაყიდად და რომ არა მოსახლეობის ჩართულობა და დედაქალაქის მაშინდელი მერი დავით ნარმანია, ეს სივრცე გაყიდული იქნებოდა და იქ რამდენიმესართულიანი კორპუსი აშენდებოდა.

პროექტის შედეგად, 3 000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. დაიგო რულონური ბალახი, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და დამონტაჟდა სარწყავი და შადრევანი, LED განათების სისტემა. სკვერის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი, საპარკე სკამები და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან მოედანზე ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი ესწრებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved