• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – ავარიული სახლების ჩანაცვლება ინვესტორებთან ერთად რომ მოგვეხდინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა

ალია ავტორი - ალია
12:39 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობისა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, საბურთალოს რაიონში იმყოფებოდნენ, სადაც ვაშლიჯვარის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურას, რადგან დედაქალაქის საკრებულოს სწორედ მისნაირი კომპეტენტური ადამიანები სჭირდება.

„ავთოსნაირი კომპეტენტური ადამიანები გვჭირდება დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ  საკრებულოში უმრავლესობით ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ვემსახუროთ თბილისს და კიდევ უფრო კარგი პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

ამასთან, კახა კალაძემ ადგილობრივებთან შეხვედრაზე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.

„ზოგ სახლს ავარიულობის ისეთი ხარისხი აქვს, რომ სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი ოჯახები ქირით გვყავს გაყვანილი და ამაში მილიონებს ვხარჯავთ. ასევე, უამრავი თანხა იხარჯება მსგავსი სახლების გამაგრების სამუშაოებზე. თუმცა გამაგრებიდან ოთხი წლის შემდეგ ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ეს თანხები წყალში გადაყრილია. ბევრი ვეცადეთ, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებაც, მაგრამ არ გამოვიდა. მაგალითად, ხუთსართულიანი ე.წ. ხრუშოვკის ტიპის სახლი რომ დავანგრიოთ, ინვესტორი ითხოვს  16-17 სართულიანი შენობის აშენებას. მათიც მესმის, რადგან ბიზნესს სხვა ინტერესი აქვს. თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქალაქში 10 000-მდე ცათამბჯენი გაჩნდეს. ეს საერთოდ გაანადგურებდა თბილისს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამას მერია განახორციელებს და გარანტორიც თავად იქნება. საბოლოოდ, ხუთსართულიანი ავარიული სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ბოლო ოთხი წელია მათ მხარდაჭერას გრძნობს და მათ მომავალშიც თანადგომისკენ მოუწოდა.

„სანამ რაიმე პროექტს დავიწყებთ, იმ პრიორიტეტებს ვითვალისწინებთ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ეს არამხოლოდ ვაშლიჯვრის, არამედ მთელი ქალაქისთვის განტვირთავს მოძრაობას. ზოგადად ვაშლიჯვარი მჭიდრო დასახლებაა. სადაც კი პატარა ხელჩასაჭიდი გვექნება, იქ აუცილებლად მოვაწყობთ რეკრეაციულ სივრცეს“, – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა, სარაჯიშვილის ქ. 31-ში შედგა, სადაც ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორია 2020 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. ვინაიდან, ვაშლიჯვრის დასახლება მჭიდროდ განაშენიანებულია, დღის წესრიგში დგას გამწვანებული ტერიტორიის აუცილებლობის საკითხი. აქედან გამომდინარე, შედგა შეთანხმება და ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადასცა ეს ტერიტორია. შედეგად, აღნიშნულ ადგილას (15 000 კვ.მ) გაშენდება პარკი, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე, როგორც ვაშლიჯვრის, ასევე, სოფელი დიღმის მცხოვრებთათვის.

მოსახლეობასთან  შეხვედრებზე ასევე, იმყოფებოდა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved