სოციალური ქსელის მომხმარებელი მათე სარკინთელი სტატუსს აქვეყნებს:
„მოვიდა ის ჭირი და მთელი ოჯახი დაგვაფინა, ჩემ თავს არ ვდარდობდი, 2 წლის შვილი კოვიდდადებითი აღმოჩნდა, ტესტის შემდეგ დარეგისტრირდით 112-ზე, სადღაც 15 წუთში გვირეკავს ოჯახის ექიმი, ვიღებთ რჩევებს, მალევე სასწრაფოს ეკიპაჟი მოვიდა და მოგვცა მითითებები გართულების შემთხვევაში, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ის რაც მე გამოვცადე, ბავშვი მეხრჩობოდა რომ არა სასწრაფოს დროული მოსვლა, დაგვჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.
ამჟამად თავს შესანიშნავად გრძნობს მამას კაცი და მალე შინ ვიქნებით ერთად.
ახლა რაც შემეხება მე პერიოდულად მაქვს 39 გრადუსი, მედიკამენტების ჩარევას ექვემდებარება, განსაკუთრებით კორონას წიოკს ვუტეხავ როცა ფიზიკურად ვვარჯიშობ და აქტიურ ფაზაში, თავს ათჯერ უკეთესად ვგრძნობ ამ დროს, ენერგია მაქვს უზღვავი, მთავარი ფაქტორი მაინც ადამიანში არის შინაგანი გაწყობა და ბრძოლა, არ შეშინდეთ შეუტიეთ.
მოერიდეთ ხალხმრავლობას დაიცავით მარტივი წესები. რაც შეეხება ვაქცინას მაინც უარს ვამბობ რადგან ტესტიტების დროს აცრილ ადამიანებსაც დაუდასტურდათ კოვიდი“
კომენტარები