• რეკლამა
  • კონტაქტი
19:13, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ არ გინდა, არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამოდი და მენდეო…”

ალია ავტორი - ალია
10:35 09-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

თუ არ გინდა, არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამოდი და მენდეო. თან ისევ ერჩოდა ამ ჩემს მუხლს…” – ყვება ქალი, რომელზეც სქესობრივი ძალადობა სდაცეს.

დაზარალებულის ისტორიას სქესობრივ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი პროექტი – “ჯერ მკითხე” სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“მეოთხე წელია, ქმარს გავშორდი. „დეითებზე“ სიარულით თავს არ ვიკლავ, სულ სამჯერ თუ ვიქნები ოფიციალურ პაემანზე ნამყოფი და ისიც ალბათ იქვე დასრულებულა ან ვერ გაგრძელებულა ვერაფერი.

პანდემიის დროს, ყველანი რომ ონლაინ ცხოვრებაში ჩავიკეტეთ, ერთი ბიჭი გავიცანი. რამდენიმე თვის წინ შევხვდით კიდეც, კარგი საღამო გავატარეთ, ვისეირნეთ, ჩაი დავლიეთ და სახლამდე მომაცილა. იმ დღის მერე კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, მეცადა ურთიერთობის დაწყება, რადგან ერთმანეთს გავუგეთ, საერთოც ბევრი აღმოგვაჩნდა – მასაც ჰყავდა უკვე ყოფილი მეუღლე და შვილი, იცოდა ოჯახური ცხოვრება და არც მას უნდოდა მეორედ ამ უღელში თავის შეყოფა, არც – მე. ჰქონდა საკუთარი საქმე, საკმაოდ წარმატებული, როგორც ვხვდებოდი, მუსიკალური გემოვნებაც ერთი გვქონდა და მოკლედ რომ ვთქვა, სასიამოვნო საუბრებისა და შეხვედრის შემდეგ, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეთქვა უარი მცდელობაზე.

 ისევ შევხვდით. ამ უტრანსპორტობაში მომაკითხა, თუმცა მაინც უნდობლობის გამო, სახლისაგან მოშორებით დავიბარე, – რა საჭიროა, ჩემი მისამართი სცოდნოდა. თბილი მოკითხვის შემდეგ, რადგანაც იცოდა, რომ გადატვირთული დღეები მქონდა, მკითხა, დღეს რამე თუ ჭამეო. მესიამოვნა, ჩემზე ზრუნვა შევატყვე და კითხვაზე კითხვითვე ვუპასუხე, სად აპირებდა წასვლას.
მალე ნახავ, სიურპრიზიაო.

გავცდით რესტორნებს, გავცდით კაფეებს. კოვიდის გამო დედაენის ბაღში შევიდეთ, თან ღია სივრცეა, თან კვების ობიექტებიცაა-მეთქი.
მოეწონა აზრი. მაგარამ მანქანა “ვერ გააჩერა”. ჩავცდით მოსახვევს, შემდეგში შევუხვევო, მითხრა. შემდეგ რიყე გამოჩნდა. მოდი, საჰაერო ბუშტით ავისეირნოთო. ბავშვივით გამიხარდა, ღამის თბილისი ციდან არ მინახავს არასდროს, მერე – ეს მუსიკა საიდან მოდის, მოდი რომელიმე კაფეში შევიდეთ შარდენზე, აბანოებთან გავაჩერებო.

ამაზეც დავთანმხდი, მაგრამ, არც აბანოებთან შეუჩერებია. ცოტა ვიძაბებოდი უკვე და მობრუნებას ან გაჩერების თხოვნებს მოვუმატე.
ნუ გეშინია, არ მენდობიო? მაქვს-მეთქი, ნდობის საფუძველი? – ღიმილით ვკითხე.
ბინა მაქვს აღებული airbnb-ზე და იქ მივდივართო.

ძალიან დავიძაბე. რა ბინა გაქვს აღებული, რატომ არ შემეკითხე-მეთქი. არ ვიცი, ხმაზე შემეტყო, თუ სახეზე, მაგრამ გეხუმრე, გამოგცადეო.
აქ უკვე მართლა დავიძაბე და გაჩერება მოვითხოვე. ბენზინს ჩავასხამ და მივბრუნდეთო. მანამდე ჩემს საუკეთესო მეგობარ ბიჭს მივწერე, რომ ასეთი სიტუაცია იყო. როგორც კი შეძლებ, გადმოდი მანქანიდანო. ვერ შევძელი. არც ბენზინზე გაჩერდა და ეს შუქნიშნებიც ჩემს ჯინაზე არასდროს აინთო.
გაგასეირნებ, რუსთავში ჩავიდეთ, ქალაქი დავათვალიეროთ და წამოგიყვან უკანო. უკვე ტირილი მინდოდა, მაგრამ თავი მოვთოკე, ყველანაირი მკაცრი და მუდარის შემცვლელი სიტყვით ვთხოვე, რომ დავებრუნებინე უკან. უკვე მაგისტრალზე ვიყავით, რაღაც მომენტში ალბათ ჩემი ტელეფონი არ იჭერდა და ჩემი მეგობრის მესიჯები დამხვდა, რატომ მქონდა გათიშული, შემდეგ დამირეკა და ხმამაღლა ვეუბნებოდი, რომ რუსთავში მივდიოდი. მეგონა, შეეშინდებოდა, რომ გაიგებდა, ვინმე მელოდებოდა. დიდად არ უმოქმედია.

ავტობაზრობასთან მკითხა, ამ ადგილას ბოლოს როდის იყავიო, როცა მოწმობა ავიღე, კარგი მძღოლი ვარ, დამსვი საჭესთან და ახლა მე წაგიყვან-მეთქი. ეს ნომერიც არ გამივიდა. იცით როგორ მეშინოდა? უცხო ქალაქში, უცხო ადამიანთან ერთად, თან ისტერიკის მოწყობის გარეშე, რომ არ იცი თავში რა უტრიალებს, რა გადაუტრიალება და რას იზამს. მაქსიმალურად ვცდილობდი რამდენიმე რამეს: 1. გაფაციცებით ვიყურებოდი და ვათვალიერებდი გარემოს, რომ როგორც კი შესაძლებლობა მექნებოდა, გადმოვსულიყავი მანქანიდან და დამემახსოვებინა, რა ადგილები გამოვიარე 2. ვცდილობდი, არ გამეღიზიანებინა და ხუმრობაში ვყვებოდი, მაგრმ ყოველი მესამე სიტყვის შემდეგ ვთხოვდი, რომ ან გაეჩერებინა, ან უკან მოვებრუნებინე 3. ცივად და უგრძნობლად ვიღებდი მის დიდ ხელს ჩემი მუხლიდან და რამდენჯერაც მეხებოდა, იმდენჯერ მინდოდა, რომ ან მანქანას დაერტყა ჩვენთვის, ან რამე ასეთი გაუთვალისწინებელი მოგვსვლოდა, რომ იმას მაინც გადავერჩინე.

ამასობაში გაამხსენდა, რომ რუსთავში პარკია. წავიდეთ, ის დავათვალიეროთ მეთქი – პარკში გადასვლისათვის ხომ უნდა გაეჩერებინა მანქანა და იქ კიდევ, ჩემი სავარაუდო გათვლებით, პატრულის ეკიპაჟი თუ არა, ბევრი ხალხი მაინც იქნებოდა. ბოლო-ბოლო, მანქანიდან გადმოვიდოდი და უფრო მეტს შევძლებდი, ვიდრე ჩაკეტილ სივრცეში. მიმიყვანა პარკთან და შეანელა, მანამდე ჩემს მეგობარს, რომელიც კონტაქტზე იყო, ლოკაცია გავუზიარე და ვთხოვე, ჩვენი რუსთაველი მეგობრისთვის დაერეკა, სიტუაცია აეხსნა და გაეგებინებინა, სად ვიყავი.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ტელეფონში როცა ვიყავი ჩამძვრალი, არც ისეთი ბედნიერი არ იყო – ჩემთან ხარ და ჩემთან გაატარე დროო. სანამ მას ვწერდი, გამომრჩა ის გარემო, რაც გამოვიარეთ, ანუ უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი მიდამოს და უცებ აღმოვჩნდი რომელიღაც კორპუსის ეზოში. გამორთო ძრავი და წავედითო. სახლში ვარ და ამოდი, ყავა დავლიოთო. კარის გაღებას ვცდიობდი – გადავალ და წავალ ჩემით-მეთქი. დაახლოებით 20 წუთი ამ ამბავში გავატარეთ, კარს არ აღებდა და მეც არ მიშვებდა.

მანამდე დამიეკეს ჩემმა მეგობრებმა და ისევ ვიმეორებდი, რუსთავში ვარ, აქა და აქ და უკვე ვბრუნდები თბილისში-მეთქი, მაგრამ გათიშვისას მითხრა – თუ არ გინდა, არ გაგაუპატიურებ, უბრალოდ წამოდი და მენდეო. თან ისევ ერჩოდა ამ ჩემს მუხლს.

მართლა არ მახსოვს, როგორ დავითანხმე უკან დაბუნებაზე. არც ის მახსოვს, გზაში რას ამბობდა, არც ის გზა ვიცი, უკან როგორც წამოვედით, მხოლოდ ლამპიონები და მაგისტრალი ვიცანი, შემდეგ უკვე ძველ თბილისში ვიყავი და მოვატყუე, რომ ეს ჩემი მეგობარი ბიჭი იუსტიციის სახლთან მელოდებოდა.
იქ არავინ იყო. მანქანას მაინც არ აჩერებდა და მოვატყუე – აი პარკში შევიდნენ, გააჩერე, არ გამასწრონ მეთქი. გააჩერა. არ მეშვებოდა, კოცნა უნდოდა, ორივე ხელი მომკიდა სახეზე და კეფაზე და მისკენ მიმიზიდა. ხელიდან დავუსხლტი და გადავედი მანქანიდან. კარის მიჯახუნება და ჩემს სხეულში ისტერიკის დაწყება ერთი იყო… პარკში შევვარდი და ვიღაცებს ვუყვიროდი, დამელოდეთ-მეთქი.

ჩარკვიანის ძეგლთან ჩავიკეცე, მაშინ დამეწყო კანკალი, ტირილი და სუნთქვის გართულება. არაფერი მახსოვს ბევრი იმის გარდა, რომ მეგობრების ნაწილმა გარკვეულწილად დამადანაშაულა იმაში, რაც მოხდა, თითქოს მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით. მისაყვედურეს, რომ ინერვიულეს ჩემს გამო. დასაფასებელია, ბოდიში მოვიხადე, ძალიან შევწუხდი, მაგრამ ისეთ მდგომრეობაში ვიყავი, ძალიან მიჭირდა ყველა მესიჯის კონტროლი, გზის დამახსოვრება, მისი კეთილგანწყობის მოპოვება და მისივე ტორების ჩემი სხეულიდან მოშორება პოზიტიურ ნოტზე. რატომ არ დავრეკე 112-ში? – იმიტომ, რომ არ მინდოდა განყოფილებაში დაახლოებით 30 კაცისათვის მოყოლა და თავის მართლება იმაზე, თუ რატომ მივეცი ჩემს თავს შანსი, რომ ვიღაცას შევხვედროდი. ყოველთვის ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რაც თავს გადაგხდება, არამედ ის, რომ თავი უნდა იმართლო იმის გამო, რაც საერთოდ არ გინდოდა, რომ დაგმართნოდა. იმავე წუთას, როცა აზრზე მოვედი, ის ადამიანი დავბლოკე ყველაფრის აუხსნელად, ჩემთვის ისიც კი საკმარისი იყო, რომ გადავრჩი.

მიჭირს ადამიანების ნდობა, ახლობლებისაც კი მიჭირს. ძლივს ნაბიჯი გადავდგი და ისიც ასეთი რთული აღმოჩნდა. მეორედ როგორ გავბედავ მსგავსს, არ ვიცი”, – წერს დაზარალებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved