ბლოგერი, ლამარი აბჟანდაძე კოვიდპანდემიის გამო, მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“აბა რა ვიფიქრო, ამ ვერაგმა კორონამ არ დაინდო ჩემი საყვარელი დისშვილი, ჩემი ხალისიანი გელა. გამოგვეცალა ხელიდან ისე, რომ გამომშვიდობებაც ვერ მოვახერხეთ.. ჩემო ძვირფასო, ჩემო ტკბილო თითქოს ახლა ამ წუთში მესმის შენი ხალასი იუმორი, შენი მხნე, მხიარული სიცილი, რომელშიც ყოველთვის თითქოს დიდი სევდაც იმალებოდა. ჩემო კარგო შენ ყოველთვის ჩვენთან, ჩვენ გულში იქნები. ვერ დაგივიწყებ ძალიანაც რომ მოვინდომო მაინც, იძინე მშვიდად, ნათელში იყავ, შენ ტკბილ დედიკოსთან ერთად”, – წერს ლამარა აბჟანდაძე.
კომენტარები