• რეკლამა
  • კონტაქტი
02:07, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით უნდა დავაფინანსოთ სამუშაოები, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ

ალია ავტორი - ალია
19:18 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ჩვენ მერებს დიდი ყურადღებით ვარჩევთ და მთავარი დავალება, რაც აქვთ მიცემული მერებს და კანდიდატებს, არის ის, რომ ჩვენს ძვირფას მოსახლეობას მაქსიმალურად  გვერდში დაუდგნენ, რომ ადგილზე ყველას შეხვდნენ, მოუსმინონ და ადგილზე გადაუწყვიტონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ წინაშეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა, დაიგო გზები, ჩატარდა გაზიფიცირების სამუშაოები, წყლის პრობლემები მოგვარდა ბევრ მუნიციპალიტეტში, გამოწვევა ჯერ კიდევ ბევრია და ეს არის უმუშევრობა.

„დასაქმების პრობლემა არის ყველგან, მთელს ქვეყანაში და ეს პრობლემა არ დაწყებულა გუშინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელდა 2012 წლამდე და ჩვენ გვერგო ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მძიმე იყო და პრობლემები იყო ყველა მიმართულებით. ჩვენ მთელი ქვეყანა მოვიარეთ და ვნახეთ, რომ ისეთ ქალაქებში და სოფლებში დავაგეთ გზები, სადაც არ დაგებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში, მათ შორის, არც კომუნისტების დროს. გაგვყავს გზები, წყალგაყვანილობა, ვატარებთ გაზიფიცირების სამუშაოებს. ეს მასშტაბური სამუშაოებია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევასრულეთ. უნდა აღინიშნოს თუნდაც, ის ფაქტი, რომ 10 000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოვახდინეთ ამ ბოლო, 8 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი პროექტი დაფინანსდა. თუნდაც, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი პროგრამა ავამოქმედეთ, როგორიც არის მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, უამრავი სხვა.   მათ შორის, ასევე, ჩვენ წავახალისეთ ადგილობრივი წარმოების განვითარება და ასევე, ტურიზმის განვითარება. ათეულობით და ასეულობით ახალი სასტუმროს მშენებლობა დაფინანსდა. თუნდაც, შედარებისთვის რომ ავიღოთ, რა იყო 2012 წელს და რა არის დღეს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 14 000 ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, მრავალწლოვანი კულტურები, 7 000 ჰექტრამდე ახალი ვენახები გაშენდა და ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნა. თუნდაც მეღვინეობაზე რომ ვილაპარაკოთ, 2012 წელს იყო 40  კომპანია, დღეს არის 340 კომპანია და ეს პროგრესი არის ყველა მიმართულებით. ყველა სექტორში გვაქვს ხელშესახები პროგრესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ. ახლა, გაათმაგებული ტემპებით, გაათმაგებული ენერგიით მეტი სამუშაოები უნდა დავაფინანსოთ, ხალხს გვერდში დავუდგეთ და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. ყველა ის პროგრამა, ყველა ის პროექტი, რომელიც დაფინასდება და ახლა ვიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს, იქნება ყველა მუნიციპალიტეტზე მორგებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved