• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოთარ არბოლიშვილი – ბორჯომი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება

ალია ავტორი - ალია
18:25 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ბორჯომისთვის მომავალი ოთხი წელი სწრაფი ტემპით განვითარების საწინდარი იქნება.  თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მჯერა, ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი იქნება’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ბორჯომის მერობის კანდიდატმა ოთარ არბოლიშვილმა წარდგენაზე. 

მერობის კანდიდატის თქმით, უნდა მოხდეს რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალის განვითარება,  ხელი შეეწყოს სამთო-სათხილამურო სპორტს.

,,მე და ჩემს გუნდს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, გვაქვს რეალური მიზნები და ამოცანები. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე ხელი შევუწყოთ ახალი კომფორტული ტურისტული ლოკაციების განვითარებას, კიდევ უფრო განვავითაროთ სამთო–სათხილამურო სპორტი.  მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის უდიდესი რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალი, რომელიც გააჩნია ბორჯომს. ეს ყველაფერი შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს მოიტანს.’’ -განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ გამოცხადებული ნდობისთვის.

,,დიდი პატივი და  პასუხისმგებლობაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, იყო შენი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ისეთი მუნიციპალიტეტის, როგორიც ბორჯომია, ემსახურო ისეთ ხალხს, როგორიც  ბორჯომელები არიან – სტუმართმოყვარე და მშრომელი ადამიანები. ძლიერი რეგიონი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს წარმატების გარანტიაა, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრი რამ გაკეთდა, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი უფრო მეტად გალამაზებულიყო, კომფორტული და ეკონომიკურად ძლიერი გამხდარიყო. 2017 წლიდან დღემდე  საკრებულოს წევრი ვარ. ვიკავებდი სხვადასხვა თანამდებობას და ვიცი, რომ ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა, წინ ბევრი გამოწვევაა. მთელი ეს პერიოდი ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა მუნიციპალიტეტი.  მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ნიკოლოზ კიკნაძე, მერაბ იობაშვილი, ვიოლეტა ბალახაშვილი, ელზა კუჭუხიძე, ივანე გელაშვილი, ზურაბ ბლიაძე, კახაბერ თედიაშვილი, მამუკა ლურსმანაშვილი, დავით თედიაშვილი, ედუარდ ამბარცუმიანი, ანდრუშ ირიციანი“. – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved