ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვაკვირდები ამ სრულიად არასერიოზულ, მაგრამ უაღრესად ინტენსიურ, ჯიუტ კამპანიას ნარკო-ტესტთან დაკავშირებით, რომლის ეფექტურობა არის კარგ შემთხვევაში ნულის ტოლი და უარესში კალაძის, როგორც ინტრიგანის წინააღმდეგ მუშაობს და ერთადერთ ლოგიკურ დასკვნას ვაკეთებ – ეს კამპანია დაწყებულია პრევენციის მიზნით, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ კალაზე შეიძლებოდა ამოვარდნილიყო რაღაც ამ ტიპის კომპრომატი და “ალიბი” შეიქმნეს პრინციპით “გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო.
ახლა მე ეს ეჭვი გამიჩნდა. ასე, რომ მოვუწოდებ კალაძეს არა შარდი, არამედ თმის ღერი ჩააბაროს არა სამხარაულში, არამედ რომელიმე საერთაშორისო ლაბორატორიაში“
შეგახსენებთ, რომ თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები