• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა – ვაფრთხილებ „ტვ პირველის“ მფლობელ მამა-შვილ წერეთლებს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ჭყონიას, ნებისმიერი ძალადობრივი აქტი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იქნება პასუხგაცემული

ალია ავტორი - ალია
13:28 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

მინდა, მივმართო „ტვ პირველს“, მის ხელმძღვანელებს, რასაც გრიგოლია და მელია ჩადიან, ეს არის ადამიანის უფლების ძალიან მძიმე დარღვევა, ფსიქოლოგიური ტერორი, ეს არის წინასწარ ორგანიზებული ოპერაციები და ვპირდები, რომ ძალიან მძიმე პასუხს აგებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი.

„გუშინ ტერორი განხორციელდა ჩემს სახლში.ზონდერჯგუფები, რომლებიც ჟურნალისტიკას არიან მოფარებული, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სახლში არ ვიყავი, რადგან ჩემთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია არაერთჯერადი, მაინც მივარდნენ ჩემს სახლში. ააწიოკეს ჩემი ოჯახი, მეუღლე, ქალიშვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი. მიაყენეს ფსიქოლოგიური ტრავმა ჩემს მეუღლეს და შვილიშვილს. მიუხედავად იმისა, არაერთხელ განემარტათ, რომ მე სახლში არ ვიყავი და სთხოვეს, წასულიყვნენ, დაენებებინათ ოჯახისთვის თავი, ეს არ გააკეთეს. ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ჩემს ოჯახში შეღწევას. ჩემი შვილი გამოვიდა და სთხოვდა, რომ დაენებებინათ თავი. მიუხედავად ამისა, ეს ტერორი არ გაჩერდა, დღეს ეს ტერორი გაგრძელდა ჩემი შვილის ოჯახზე, რომელიც სოფელში ცხოვრობს, იქ მიუვარდნენ.

მე არ ვარ საჯარი მოხელე, პოლიტიკოსი, არც ერთი პარტიის წევრი, არ ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში, არანაირი კავშირი არ მაქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან. მე ვარ კერძო პირი, ამიტომ არანაირი თმენის ვალდებულება არ მაქვს. მინდა, მივმართო „ტვ პირველის“  ხელმძღვანელებს, რასაც გრიგოლია და მელია ჩადიან, არის ადამიანის უფლების ძალიან მძიმე დარღვევა, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის შედეგად ხდება ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება. მინდა, მივმართო მათ მფლობელებს, მფარველებსა და დამფინანსებლებს. ესენი არიან მამა-შვილი წერეთლები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თემურ ჭყონია. მინდა, მათ ვუთხრა, რომ კიდევ ერთხელ თუ განმეორდება მსგავსი ქმედება ჩემი ოჯახის მიმართ, მე ამას ჩავთვლი, როგორც აგრესიულ აქტს. ისინი, ხუთივე ძალიან კარგად მიცნობენ, ამიტომ კარგად გაიაზრებენ, რა პასუხს მიიღებენ ისინი ჩემგან, ჩემი ჯახის წინააღმდეგ აგრესიული აქტის ჩატარების გამო. კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე მათი ზონდერჯგუფები კიდევ ერთხელ გაბედავენ ჩემი ოჯახში, ჩემს კერძო სივრცეში შეჭრას“, – განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, რომ დაიცვან მისი ოჯახის უსაფრთხოება.

„ომბუდსმენი საქართველოში არ არსებობს, ისეთივე ტერორისტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლომჯარია, როგორც არის გიგაური და მთელი ეს ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან მოძალადე და ტერორისტულ ორგანიზაციებს, ქართულ თალიბანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო მოტრიალე ყველა ვითომ პოლიტიკურ პარტიებს. მინდა, მივმართო დიპლომატიურ მისიებს. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი, როდესაც აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ძალიან დიდი გულმოდგინებით იცავდა ვახო სანაიას ოჯახის უსაფრთხოებას, მის უფლებებს. მინდა, ვკითხო ქალბატონ კელი დეგნანს, მხოლოდ და მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს იცავს, თუ მეც შეიძლება მქონდეს იმედი, როდესაც სახლში არ ვიქნები, მეუღლის, მცირეწლოვანი შვილიშვილისა და ქალიშვილის უფლებები, უსაფრთხოება იქნება დაცული მისი მხრიდან, ისეთივე გულმოდგინებით, როგორსაც ვხედავდით სანაისთან მიმართებაში. ასევე, მივმართავ ყველა მისიას, პოლიტიკური ტერორი და მედიატერორი საქართველოში უნდა შეწყდეს. რაც ხდება, ეს არის ფსიქოლოგიური ტეროტრი, ის აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, ოჯახის სიმყუდროვეს. ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანი და მინდა გითხრათ, მზად არის თუ არა ქალბატონი დეგნანი, რომ ჩემი ოჯახის ადამიანური უფლებები იყოს დაცული. არ მეშინია პასუხისმგებლობის, პირველივე ადამიანი, ვინც გაბედავს აგრესიულ აქტს ჩემი ჯახის წინააღმდეგ, ისეთ პასუხს მიიღებს, რომ თავისი დაბადების დღე ცუდად გაახსენდება.

ვაფრთხილებ მამა-შვილ წერეთლებს, ხაზარაძეს, ჯაფრიძეს, ჭყონიას და ყველას, ნებისმიერი ძალადობრივი, ფსიქოლოგიური აქტი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ იქნება პასუხგაცემული და პასუხი იქნება ძალიან მძიმე.  მანამდე ამას აკეთებდნენ „მთავარი“, „ფორმულა“. ეს არ არის ტელევიზიები, ამას ჟურნალისტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წითელი ხაზებს ნუ გადაკვეთენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის

12:27 09-18-2025
თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved