მიტოვებული სამუშაოების გამო, ქუთაისში ბიზნესობიექტები გაკოტრების პირასაა – გოგი წულაია
პარტია “ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქუთაისში მიტოვებული სამუშაოების გამო, ბიზნესობიექტები გაკოტრების პირასაა. გოგი წულაიამ დღეს აღმაშენებლის გამზირზე შეჩერებული სამუშაოები გააპროტესტა. მისი თქმით, თვეზე მეტია, სამუშაოები მიტოვებულია, გადათხრილი გზის გამო კი მაღაზიებში მომხმარებელი ვერ შედის. წულაია სამუშაოების დროულად დაწყებას მოითხოვს.
აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარეობს. დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სამუშაოები შეჩერებული არ არის და წულაიას ბრალდებებს ვერ უპასუხებს.
კომენტარები