• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გავიხსენებთ ბელარუსის კგბ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ცხადი ხდება “ოცნების” გეზი და ტრაექტორია” – ნინო გოგაძე

ალია ავტორი - ალია
16:52 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მოძრაობა “დროას” ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის თქმით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბელარუსის ცესკო-ს დასწრება აღმაშფოთებელია.

 “როგორც მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია დანიშნული. ამ არჩევნებს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია დაესწრება დამკვირვებლად. აღმაშფოთებელია ამ ჩამონათვალში ბელარუსის ცესკო-ს ხილვა. მოგეხსენებათ, რომ ბელარუსში დიქტატურაა დამყარებული. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი ცესკომ ისე გააყალბა, რომ 100 ათასობით ბელარუსის მოქალაქე ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ლუკაშენკოს ბრძანებით, ხალხი არაერთხელ სასტიკად დაარბიეს, დააპატიმრეს, ათასობით ადამიანი აწამეს. იყო მსხვერპლიც. ეს დაუნდობელი უსამართლობა ეფუძნებოდა სწორედ ცესკო-ს ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სრულიად აგდებულ დამოკიდებულებას დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მათ რჩევების მიმართ და გავიხსენებთ ამავე დროს სულ ცოტა ხნის წინ ბელარუსის კგბ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, სრულიად ცხადი ხდება “ქართული ოცნების” ხელისუფლების გეზი და ტრაექტორია. ამიტომ, 2 ოქტომბრის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის. კარგად უნდა დავინახოთ, რომ პუტინის და ლუკაშენკოს რეჟიმთან შეხმატკბილებული “ქართული ოცნება” უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას”

თეგები: ნინო გოგუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved