• რეკლამა
  • კონტაქტი
08:03, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს გუნდს დღეს ალტერნატივა არ ჰყავს, არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს, მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე

ალია ავტორი - ალია
13:16 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ჩვენი მთავარი ხედვა დაფუძნებულია განვითარებაზე; ერთის მხრივ, რა თქმა უნდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მის უფრო მეტად განმტკიცებაზე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, განვითარებაზე; განვითარება, განვითარება და განვითარება – მუშაობა სჭირდება ყველაფერს და ყველა საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული აღმოჩნდა “აწარმოე საქართველოში” და შეიქმნა ათასობით, სულ მცირე 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ახლა ჩვენ ვგეგმავთ, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მინიმუმ  100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება   და დაფინანსდება დაახლოებით 1 300-მდე ახალი საწარმო, ეს პროექტები და ეს პროგრამები გვაქვს გადანაწილებული იმგვარად, რომ თანაბრად მოხდეს რეგიონების განვითარება. ჩვენ გვაქვს შესწავლილი თითოეული რეგიონის, თითოეული  მუნიციპალიტეტის   პოტენციალი და რესურსი. ყაზბეგს – ამ უნიკალურ ადგილს, რაც მთავარია, რა თქმა უნდა, აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ტურიზმის განვითარების, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული პროგრამების დაწყებას ვგეგმავთ. ჩემი დავალებით  ყველა სამინისტრომ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა.  ამ ფარგლებში ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება და აღდგება, ასევე მოეწყობა ახალი ტურისტული ლოკაციები.  თითოეულ მუნიციპალიტეტზე იქნება მორგებული სპეციალური პროგრამები და პროექტები. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს გვერდში და ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც არის მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის რაღაც გაუაზრებელი და აბსოლუტურად უსარგებლო და უსაგნო პოლიტიკური დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს დღეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ და თქვენ, ყაზბეგელებს, ასეთ გონიერ, გამორჩეულ, ბრძენ ხალხს, კარგად მოგეხსენებათ. შემთხვევითი არ არის ის, ბატონებო, რომ ყოფილი ხელისუფლების გუნდი, „ნაცმოძრაობა“ ყოველთვის აგებდა ყაზბეგში, მათ შორის მაშინაც კი, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ადასტურებს თქვენს გონიერებას, ჩემო ძვირფასო, ბრძენო ყაზბეგელებო, რომ არჩევთ თეთრს და შავს, სიმართლეს და სიყალბეს, ერთგულებას და ღალატს. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას. „ქართული ოცნება“ იგებს და იმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ  რაიმე პროვოკაცია მოაწყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში და ასევე ერთიანად, მტკიცედ, ერთიანი ძალისხმევით გააგრძელებს ქვეყნის მსახურებას, ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას.

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენს მერებს, ანუ მათ, ვინც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას ადგილზე. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, ხალხი დაისვენებს და ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved