• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: შეუცდომელი არავინაა, თუმცა ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს

ალია ავტორი - ალია
12:20 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩუღურეთის მოსახლეობას ხვდება. მერობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ივერთუბნის დასახლებაში გამართა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე თბილისის მერობისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დასახლებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ივერთუბანში არსებული წყალარინების ქსელისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება.

„გულდასაწყვეტია, როდესაც 2021 წელს გვიწევს ისეთ ელემენტარულ საკითხებზე საუბარი, როგორიცაა გზის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლისა და წყალარინების სისტემები. სამწუხაროდ, ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები და ქუჩები, სადაც ქსელები საერთოდ არ არსებობს. მათგან ერთ-ერთია ივერთუბნის დასახლება. გასულ წელს დაგპირდით, რომ ამ სამუშაოებს დავიწყებდით, თუმცა პანდემიის გამო, ბევრი პროექტის შეჩერება მოგვიწია. ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება, რომელთაგან ერთ-ერთი ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობაა. სამუშაოებს მიმდინარე წელს დავიწყებთ. პირველ ეტაპზე, სატუმბი სადგური მოეწყობა, ხოლო მომავალ წელს, დაქსელვის სამუშაოებზე გადავალთ, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ საკრებულოში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი უმრავლესობით, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება შევძლოთ, რომ არ მოხდეს თემების გაჭიანურება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამბობს და აკეთებს. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ სწრაფად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაიონში არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა. აღინიშნა, რომ წყალარინების სისტემის მოწესრიგების გარდა, ივერთუბნის დასახლებაში რეკრეაციული სივრცის არარსებობის პრობლემაც გადაიჭრება.

„წლების განმავლობაში, ყველანაირ პრობლემას, რომელიც ადამიანთან იყო დაკავშირებული, ვაწესრიგებთ, თუმცა რაიონში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს წყალარინების ქსელი, რომელიც სრულად მოწესრიგდება. გარდა ამისა, ივერთუბნის დასახლებაში არსებული 5 000 კვადრატული მეტრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. ნოემბრის ბოლოსთვის პროექტზე მუშაობა დასრულდება, 15 დეკემბრიდან კი სატენდერო პროცედურების დაწყება შეგვეძლება. მომავალი წლის პირველ კვარტალში კი ძალიან კარგი სკვერი გვექნება, თანამედროვე განათების სისტემითა და ველობილიკით. ძალიან დიდი საქმე კეთდება, რადგან ივერთუბნელებს აქამდე სკვერი არ ჰქონიათ. ყოველ წელს, ჩუღურეთის რაიონში ხუთიდან შვიდამდე სკვერს ვაკეთებთ, მაგრამ გვინდოდა, რომ ივერთუბნელებს გამორჩეული სკვერი გქონოდათ“, – განაცხადა ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ივერთუბნის დასახლებაში, თბილისის ზოოპარკის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მომავალ წელს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ტრენაჟორები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები და განათების ქსელი. აღნიშნული რეკრეაციული სივრცის პროექტზე, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობენ.

რაც შეეხება წყალარინების ქსელს, უკვე გამოაცხადებულია ტენდერი, რომლის შემდეგაც, გარდამავალი პროექტით, სატუმბი სადგურის მშენებლობა დაიწყება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved