• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ცუდი სიტყვები წამომცდება, შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი…“ – თეა წულუკიანი შვილზე

ალია ავტორი - ალია
11:14 09-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქალიშვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო. თურმე, ბავშვს უფროსის ენაზეც რომ ელაპარაკები, მისთვის ეს გასაგებია და მთავარია, რომ ელაპარაკო. რა თქმა უნდა, გაუგებარი სიტყვები საჭირო არ არის, მაგრამ ის, რომ რამდენიმე სამინისტრო არსებობს, ამას ის დაიმახსოვრებს, რაღაც მისთვის ზედმეტია, არაა მნიშვნელოვანი და არ დაიმახსოვრებს“.

რა თქმა უნდა, 42 წლის ასაკში, დედა რომ გახდები, სასიხარულოა, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს უფრო ადრე ხდება. მერიკო 2 თვის იყო, როდესაც დეკრეტული შვებულება დავასრულე და სამსახურს დავუბრუნდი. რაც დამეხმარა, იყო ის, რომ ყოველთვის ვიზიარებდი ექიმების, პროფესიონალების, ფსიქოლოგების აზრს ან, მეტ-ნაკლებად, როგორც შემეძლო, სხვა დედების გამოცდილებას ვუსმენდი. სულ ვსწავლობდი, ვმუშაობდი და დედებთან მუდმივი შეხება არ მქონია. პირველ დღეებში, მუდმივად ვფიქრობდი, რომ დადგება დღე, როდესაც წავალ სამსახურში და როგორ უნდა მოვარიგო ერთი მეორესთან. არცერთი სამსახური არაა მარტივი, მაგრამ მინისტრად მუშაობა ძალიან რთულ პოლიტიკურ პროცესსა და განრიგს გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, როდის წახვალ სამსახურში და როდის დაბრუნდები უკან. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის ბავშვმა სულ არ იცის, როდის რომელი საათია, გადავწყვიტე, რომ არ მეთქვა ტყუილი და საღამოს 8 საათზე ვყოფილიყავი სახლში და შაბათ-კვირას – მასთან. ასევე, ვიცხოვრეთ პირველი 3 წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ. რაც არ უნდა ლამაზად ვილაპარაკო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არაა უპრობლემო და ლამაზი, არც იდეალური დედაშვილური ურთიერთობა არსებობს და არც – იდეალური ოჯახები. ამიტომ, ვაღიარებ, რომ საღამოს, მე თამაში არ გამომდის, რადგან ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ. ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა მოეწონა, რამ გააღიზიანა და თუ რამე არ მოეწონა, მეკითხება ხოლმე. მაგალითად, ამასწინათ, რაგბის მოედანზე, კაცებთან ერთად ვიყავი. როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა, ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო. გაუკვირდა. მჯერა, რომ საუბრით იგებს და იმედი მაქვს, რომ არ ვცდები. მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა, მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ, რაღაცნაირად, „წითელი ხაზები“ დავადგინო – რა შეიძლება და რა – არა. მან იცის, რომ ცუდია ცუდი სიტყვები. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე ხდება საკმაოდ ხშირად, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი, რათა ცუდი სიტყვები მისთვის ჩვეულებრივი ამბავი არ იყოს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved