• რეკლამა
  • კონტაქტი
13:26, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“

ალია ავტორი - ალია
12:05 09-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულნი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის განცხადების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 15 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოავლინეს, რომელთაგანაც 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“.

„ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდა „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელთან). ცესკოს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი, რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved