„სწორედ კატასტროფის მასშტაბები და ჩვენი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ერთმანეთს შარდს უმოწმებენ უკვე. ისტორიამ იცის ომის უცნაური სახელები. მაგალითად, იყო კარტოფილის ომი; ჩინეთში თუ არ ვცდები იყო საცოდავი ჭიის ომი. საქართველოში არის შარდის ომი, ერთმანეთს შარდს უმოწმებენ. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა ვუყუროთ… ვაი ჩემს კანდიდატს არ ამოუვიდეს შარდში რაღაცა. ქართული პოლიტიკა დავიდა შარდის ომზე. ერთმანეთს უმოწმებენ შარდს. კარგი იქნება ტელეეთერში პირდაპირ თუ შეუმოწმებენ ერთმანეთს მოშარდვას. საინტერესო საყურებელი იქნება“, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები