• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საოკუპაციო ხაზთან ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება

ალია ავტორი - ალია
10:17 09-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

საოკუპაციო ხაზთან გამოჩენილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა იწყება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში ანტონ ფურცელაძის სახლი დაათვალიერა.

“ანტონ ფურცელაძის შთამომავლებთან ერთად მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ სიტუაციას. როგორც გაირკვა, სახლი და მისი უნიკალური მარანი განადგურების პირასაა. 

მისი აღდგენის შესახებ მოთხოვნას ოჯახი მრავალი წელია აყენებდა, ორი წლის წინ გაკეთდა პროექტიც, მაგრამ სამუშაოები არ განხორციელებულა.

მინისტრის ადგილზე ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ განხორციელდება ანტონ ფურცელაძის სახლის აღდგენა.

ამასთან, მწერლის ოჯახი თანახმაა, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შენობაში გამოიყოს სივრცე, სადაც მოეწყობა მულტიკულტურული ცენტრი და ამ სივრცით არა მხოლოდ სოფელ არბოს, არამედ მიმდებარე სოფლების მკვიდრ ახალგაზრდებს შეეძლებათ სარგებლობა. 

ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მწერლის სახლი სულ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან და ამ გარემოების გათვალისწინებითაც უაღრესად მნიშვნელოვანია მწერლის სახლის აღდგენა და ამ სივრცეში კულტურული კერის გაჩენა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved