“უკაცრავად, როდის იყო 16 დაპირება?! როდის იყო ეს 16 დაპირება? ვინ დათვალა, ან საიდან მოდის ეს სულელური ციფრი. ახალ, ვიღაც იდიოტმა რაღაც დათვალა მაგაზე პასუხს არ ვაგებ. ეს არის იდიოტიზმი და სისულელე. აფსოლუტური სისულელეა… მე არანაირი 16 დაპირება არ მქონია. შარშან, როდესაც პარტიამ პრემიერის კანდიდატათ დამასახელა, ვთქვი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩამოვიდოდი საქართველოში. რა არის აქ გაუგებარი. სხვა დროს მე არ მითქვამს, რომ საქართველოში ვბრუნდები, ეს საღადაო თემა არ არის. არასადოს არაფერს ისე არ ვამბობ… ვთქვი ახალ, რომ ჩამოვალ არჩევნებზე და ჩამოვალ. ჩამოვიდოდი შარშან, როცა პრემიერად დამასახელეს, რომ არ გაეყალბებინათ არჩევნები…” – ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
კომენტარები