• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: კეზერაშვილმა მითხრა, რომ „ბორჯომი“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობიშვილისთვის იმის მეათედ ფასად, რაც გადავიხადეთ, როდესაც უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქდა – ასეთი იყო ეკონომიკური გარემო

ალია ავტორი - ალია
11:13 09-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დავით კეზერაშვილმა მითხრა, რომ „ბორჯომი“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობიშვილისთვის იმის მეათედ ფასად, რაც გადავიხადეთ, როდესაც უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქდა – ასეთი იყო ეკონომიკური გარემო, – ამის შესახებ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანაში არანაირი საბაზრო ეკონომიკა არ გვქონდა. თუ გინდოდა, ყოფილიყავი ბაზრის მონაწილე, სააკაშვილს და მის დამქაშებს ამის უფლება უნდა მოეცათ შენთვის. თუ პირობითად ირაკლი რუხაძეს შემოჰქონდა ხორბალი, მეორე დღეს ეტყოდნენ, რომ ხორბალს აღარ შემოიტანდა, იმიტომ, რომ ხორბალი შემოაქვს კეზერაშვილს. ეს ხდებოდა ყველა მიმართულებით, თავისთვის მოუხერხებელი ჯგუფები გაწიეს გვერდზე და ყველაფერს აძლევდნენ საკუთარ ხალხს. ეს ფუნდამენტურად არღვევს ბაზრის მთავარ ღირებულებას – ვინც ყველაზე კარგადაა მორგებული რაღაც საქმეს, მან გაიმარჯვოს და მან აწარმოოს საქმე. როდესაც კეზერაშვილი შემხვდა და მითხრა, რომ „ბორჯომი“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობიშვილისთვის კონკრეტულ ფასად, რაც ერთი მეათედი იყო იმ ფასის, რომელიც გადავიხადეთ „ბორჯომში“. როდესაც უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქდა. ასეთი იყო ეკონომიკური გარემო. 2006 წელს გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი და განაცხადა, რომ რუსეთში რაც არ უნდა გავუშვათ ღვინის ნაცვლად, ისინი მაინც დალევენ. ამის შემდეგ რუსეთმა დაკეტა ბაზარი და აქ მოხდა კატასტროფა. ღვინის ქარხნები ვეღარ ყიდულობდნენ ყურძენს და უამრავი ოჯახი გაკოტრების პირას დადგა. ამ დროს სააკაშვილმა ღვინის პრობლემის მოგვარება დაავალა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც თვითონ იყო მთავარი პრობლემა. ოქრუაშვილი მანამდე იყო გენპროკურორი, თავდაცვის მინისტრი, მისი ყველას ეშინოდა. ის დადიოდა ღვინის ქარხნებში და აძალებდა ხალხს, რომ ეყიდათ ყურძენი. დღეს, სურდო რომ გადაგივლის და აღარ გახსოვს, რომ გუშინ ცუდად იყავი – დღეს აღარ გვახსოვს, რომ ყურძენს ვყიდულობდით, როდესაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღვინოსთან“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved