ესპანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზა დაამტკიცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სერიოზულად დაქვეითებული იმუნური სისტემა აქვთ.
მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, გამაძლიერებელი დოზის შეყვანა წინა დოზის შეყვანიდან 28 დღეში უნდა მოხდეს და სასურველია, რომ იგივე ტიპის ვაქცინა იქნას გამოყენებული.
ამასთანავე, მარეგულირებელში აცხადებენ, რომ გამაძლიერებელი დოზების ფართოდ გამოყენების რეკომენდაციისათვის მყარი მონაცემები არ არსებობს.
კომენტარები