თუ ვიღაცას სააკაშვილის შეკავება უნდა ბოკერიას უნდა მისცეს ხმა, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილის მთელი ძალა და ზიანიც მის მოლოდინშია. ყველა იარაღი ცვდება. თუ ვიღაცას სააკაშვილის შეკავება უნდა ბოკერიას უნდა მისცეს ხმა, იმიტომ რომ ბოკერია ყველაზე იოლად აკავებს და ბოჭავს. იმიტომ, რომ ეს ნანახი გვაქვს და ვიცით. წლების განმავლობაში ესე ხდებოდა,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
კომენტარები